izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
16 იანვარი, 2020
„პროექტში ჩართულია ოჯახი-ბავშვი-სკოლა და ამ კავშირს ვერასოდეს ვერაფერი დაარღვევს!“ - ჯოჭოს საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის დირექტორი - შორენა ხაბაძე  და პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ საკუთარ აღსაზრდელებზე და ამის ნათელი მაგალითი დაწყებითების პედაგოგი ეკა ბერიძეა, რომლის სადამრიგებლო კლასი აქტიურადა არის ჩართულია izrune.ge-ს პროექტში.

მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელებმა ჯერ ჯეროვნად წერა-კითხვა არ იციან, ტესტირებას წარმატებით გადიან და  თამამად შეგვიძლია ვთქვათ - მზრუნველი პედაგოგის დახმარებით, წარმატებებსაც აღწევენ. 



izrune.ge-მ ეკა ბერიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა და შეეცადა გაერკვია, როგორ მოახერხა პირველკლასელთა წარმატებით ჩართვა პროექტში:

- ჩვენ სკოლაში izrune.ge-ს შესახებ ინფორმაცია დირექტორმა, ქალბატონმა შორენა ხაბაძემ მოგვაწოდა; მას შეხვედრა ჰქონდა გოჩა ტყეშელაშვილთან დაახლოებით 1-2 წლის წინ და სკოლამ პროექტში ჩართვა გადაწყვიტა. მაშინ სხვა კლასი მყავდა და სხვათა შორის, ეგრევე ჩავერთეთ ტესტირებაში. მინდა გითხრათ, რომ არც დღეს შეცვლილა რამე - მიუხედავად იმისა, ახლა სხვა სადამრიგებლო კლასი მყავს, ჩემი 15-ვე პირველკლასელი დიდი ენთუზიაზმით გადის „იზრუნეს“ ტესტებს და ყოველ ხუთშაბათს და ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს მოუთმენლად ელის.



- ქალბატონო ეკა, პირველკლასელებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც ჯეროვნად კითხვაც კი არ იციან. არ გაუჭირდათ პატარებს ტესტირების გავლა?  

- გეთანხმებით, წერა-კითხვა ჯერ არ იციან და თავდაპირველად, ცოტა გაუგებარი იყო მშობლებისთვის, როგორ ჩაერთვებოდნენ ბავშვები, მაგრამ ყველაფერი თავისით დალადგა: მშობლებს ვაწვდით ინფორმაციას წიგნების შესახებ, ისინი პატარებს უკითხავენ მოთხრობებს და ტესტებსაც აცნობენ, ბავშვები კი დამოუკიდებლად პასუხობენ კითხვებს... უნდა ნახოთ, პარასკევობით ჩვენ კლასში როგორი ჟრიამულია. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ აქვს, მოდიან და მესაუბრებიან, როგორ გაიარეს ტესტირება, რა მოთხრობები წაუკითხეს მშობლებმა... თამამად ვიტყვი izrune.ge-ს დიპლომები პატარებისთვის მოტივაციაა და  მნიშვნელობა არ აქვს, ის ოქროსი იქნება, ვერცხლის თუ ბრინჯაოსი... მთავარია, პროექტში ჩართულია ოჯახი-ბავშვი-სკოლა და ამ კავშირს ვერასოდეს ვერაფერი დაარღვევს.

- ასწრებენ პატარები ტესტირებისთვის მომზადებას?

- რა თქმა უნდა... ისინი მუდმივად მუშაობენ საკუთარ თავზე, ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას და ხანდახან იმასაც კი მიმხელენ, ჩვენ სხვა პასუხი გვქონდა, დედიკომ არ დაგვიჯერა და მერე გაირკვა, რომ შეცდომა დაუშვაო. ასე, ხალისითა და ენთუზიაზმით არის ჩართული მთელი კლასი; რასაც ვერ პასუხობენ, მეორე დღეს სკოლაში განვიხილავთ, ვაანალიზებთ და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.



izrune.ge ეკა ბერიძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეს, ნია გურგენიძესაც ესაუბრა, რომელსაც ძალიან უყვარს სწავლა და izrune.ge-ს ტესტებსაც დიდი ინტერესით ავსებს: „განსაკუთრებით მიხარია, როდესაც მათემატიკის კითხვები მოდის, რადგან ეს საგანი ძალიან მიყვარს. იცით, ადრე მოთხრობებსაც და „იზრუნეს“ ტესტებსაც დედიკო მიკითხავდა, ახლა კი კითხვა ვისწავლე და თავადაც შემიძლია წავიკითხო; სკოლაში ეკა მასწავლებელი მეხმარება. დამატებით ვვარჯიშობ... ბევრს ვმეცადინეობ. თამაში იმდენად არ მიყვარს, როგორც სწავლა. თუმცა სახლში მასწავლებლობანას ვთამაშობ და ასე სწავლაც გამომდის და თამაშიც... კიდევ, ცეკვაზე დავდივარ, თუმცა ძალიან მინდა, მასწავლებელი გამოვიდე იმიტომ, რომ ეკა მასწავლებელი მიყვარს“.



ნიას დედიკომ, ნათია ოთიაშვილმა კი გაგვიმხილა, რომ პროექტი ძალიან მოსწონს და თავადაც მოუთმენლად ელის ტესტირების დღეს: „წარმოიდგინეთ, მეც კი ერთი სული მაქვს, როდის მოვა ხუთშაბათი, რომ ტესტები შევავსოთ. ყველას უნდა, მისი შვილი განვითარდეს და რა თქმა უნდა, ამაში უნდა დავეხმაროთ. მიხარია, ნია ასე აქტიურად რომ  არის ჩართული ტესტირებაში; ჩვენ ერთად განვიხილავთ ყოველ კითხვას, თითოეული პასუხი მინდა გააზრებული ჰქონდეს და რაც მთავარია, იზრუნე.გე მოსწავლეს ეხმარება, მეტად ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში. მე წარმატებებს ვუსურვებ პროექტს, ჩემ შვილს, მის ყოველ კლასელს და მადლობას ვუხდი დამრიგებელს, ეკა მასწავლებელს ასეთი თავდადებისთვის“.


რას ამბობენ ჩვენზე