izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
20 ნოემბერი, 2019
გაიცანით izrune.ge-ს მოსწავლე, რომლის წარმატებას დედა საქართველოდან, ხოლო მამა ავღანეთიდან ადევნებს თვალს
შვიდი წლის ირაკლი ქაჯაია მეორე წელია izrune.ge-ს აქტიური წევრია. ირაკლი იმ მოსწავლეთა შორისაა, რომელთა მშობლებიც izrune.ge-ს ტესტირების თითოეულ დღეს შვილებთან ერთად მოუთმენლად ელოდებიან.
თუმცა ირაკლის შემთხვევა კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან მისი მამა შვილის წარმატებას ავღანეთიდან ადევნებს თვალს და ტესტირებისთვის მომზადებაშიც ინტერნეტით ეხმარება.

ირაკლი ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა. მისი დედა, ირინა მიქელაძე, ამბობს რომ მიუხედავად იმისა ირაკლის მამა ავღანეთში სამხედრო სამსახურში იმყოფება, შვილის განვითარების პროცესში ორივე მშობელი აქტიურად არიან ჩართულები.
izrune.ge აქტიური ირაკლისა და მისი მშობლების გასაცნობად ირაკლის დედას, ესაუბრა. ირინა მიქელაძე​ ციხისძირის საჯარო სკოლაში მანდატურად მუშაობს.



-ჩემი შვილი izrune.ge-ში პირველი კლასიდან აქტიურადაა ჩართული. მახსოვს, პირველი ტესტი ნოემბრის თვეში გავიარეთ. პირველად ვერცხლის დიპლომი აიღო და მას შემდეგ სულ ოქროს დიპლომებს იღებს.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ izrune.ge-ს არცერთი ტესტირების დღე არ გამოგვეპაროს. საიტზე ირაკლი მე შემყავს და შემდეგ ტესტებს დამოუკიდებლად ასრულებს. ტესტირების პროცესში პასუხებს მე არ ვეუბნები. არ მინდა დიპლომი ჩემი დახმარებით აიღოს. მჭირდება შევამოწმო რა იცის. რა შეცდომებსაც უშვებს, ვცდილობთ გამოვასწოროთ. კერძოდ, იმ საკითხებს ვუბრუნდებით და მათზე ერთად ვმუშაობთ.

-ტესტირებებისთვის რამდენად აქტიურად ემზადება?

-მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წიგნთან ახლოს ვიყოთ. გარდა სასკოლო მასალებისა დამატებით ლიტერატურასაც ვაკითხებ. საკითხავად საათები მაქვს გამოყოფილი და ირაკლის წარმატება, ალბათ, ამის შედეგიცაა. მაგალითად, დავალება მივეცი, რომ სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“-დან იგავ-არაკები წაეკითხა. ნახევარი უკვე წაკითხული აქვს. მაქსიმალურად ვცდილობ, კლასგარეშე ლიტერატურას სულ კითხულობდეს. შემეცნებითი საკითხები აინტერესებს და ცდილობს მისთვის საინტერესო კითხვებზე სწორ პასუხებამდე თვითონ მივიდეს.

-izrune.ge-ს საკითხავ მასალებს რამდენად აქტიურად მიყვებით?

-izrune.ge-ს მასალებს უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებთ, პირიქით, აქტიურად მივყვებით. ტესტირებით დაინტერესებული ვარ და ვიცი, კლასების მიხედვით მოსწავლეებმა როდის რა უნდა წაიკითხონ. საჭირო წიგნები თუ არ მაქვს, ვყიდულობ.



-როგორც ვიცით, თქვენი მეუღლე ირაკლის წარმატებებს ავღანეთიდან ადევნებს თვალს. რამდენად ახერხებს, რომ აქტიურად იყოს ჩართული შვილის ტესტირების პროცესში?

-ჩემმა მეუღლემ იცის, რომ izrune.ge-ში ვართ ჩართულები. თვითონაც შედის საიტზე და ირაკლის შედეგებს თვალყურს ადევნებს. ირაკლი სანამ ტესტებს გააკეთებს, ვაკვალიანებთ თუ როგორ და რა უნდა გააკეთოს. თუ რამე არ იცის, ვუხსნით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შვილის განათლებაზე ვიზრუნოთ.



-მამა-შვილი ტესტირების გავლას ერთად ახერხებენ?

-ჩემი მეუღლე კომპიუტერით რეკავს ხოლმე. ირაკლი შედის პორტალზე, ტესტებს კითხულობს, ჩემი მეუღლე კი ავღანეთიდან ადევნებს თვალს. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მათ ტესტი გაუვლიათ და მე საერთოდ არც მცოდნია, როდის გააკეთეს.
ჩემი მეუღლეს ძალიან უნდა, რომ ჩვენი შვილი განათლებული იყოს. ჯერჯერობით ერთი შვილი გვყავს და ვცდილობთ ყურადღება მაქსიმალურად მივაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაშია, მაინც ცდილობს შვილის განათლებისთვის ყველაფერი გააკეთოს. ავღანეთიდან ინგლისურს ამეცადინებს. კომპიუტერის საშუალებით რეკავს და სიტყვებს ასწავლის. ეკითხება სკოლაში რას სწავლობს, რამდენად აქტიურია. მოკლედ, შვილის განათლების პროცესში ორივე ჩვენგანი მაქსიმალურად ვართ ჩართულები.



- თქვენს შვილს izrune.ge როგორ მოსწონს და თქვენ როგორ შეაფასებდით მას?

- მე და ჩემს შვილს ძალიან მოგვწონს. ირაკლის რომ ვუთხარი, ასეთი პროექტი არსებობს-მეთქი, მითხრა დედიკო დამარეგისტრირე ტესტების გაკეთება მინდაო. თვითონაც მახსენებს, დედიკო, დღეს ხუთშაბათია, დღეს კვირაა და ტესტი უნდა გავიაროთო. 

-თქვენი აზრით, რამდენად უწყობს ხელს izrune.ge მშობლების ჩართულობას შვილების საგანმანათლებლო ცხოვრებაში?

- ჩემი შვილის კლასიდან გამომდინარე გეტყვით, რომ მშობლები ხედავენ მე პორტალზე აქტიურად ვარ ჩართული და თვითონაც უჩნდებათ ინტერესი. არ დაგიმალავთ და რამდენიმე მშობელიც ავიყოლიე. მოვუწოდე შვილები დაერეგისტრირებინათ და ეს შესაძლებლობა გამოეყენებინათ. ირაკლის რამდენიმე კლასელი სკოლის მენეჯერთან მე თვითონ მივიყვანე და დავარეგისტრირებინე. მშობლები მირეკავდნენ, მე კი ვუხსნიდი ტესტირება როგორ უნდა გაევლოთ.
izrune.ge ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ასეთი კარგი პროექტი არსებობს. კარგია, რომ ამდენი განათლებული ბავშვი ჰყავს საქართველოს და ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტი ეყოლება.


რას ამბობენ ჩვენზე