izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
24 ოქტომბერი, 2019
გაიცანით მოსწავლე აჭარიდან, რომელმაც 24 ოქტომბრის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღის“ ტესტი პირველმა გაიარა
დღეს, 24ოქტომბერს, izrune.ge-ზე „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ ტესტის დღეა. მონდომებული მოსწავლეები ტესტირებას აქტიურ რეჟიმში გადიან.

პორტალზე ტესტი ღამის 12-საათზე გააქტიურდა და ტესტი პირველმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლემ, გიორგი მართალიშვილმა გაიარა. izrune,ge აქტიურ მოსწავლე გიორგის და მის განსაკუთრებულად მზრუნველ დედას გაგაცნობთ.

ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე გიორგი მართალიშვილი:

„izrune.ge-ზე ტესტები ღამის 12 საათზე გავაკეთე. შეკითხვები ძალიან მომეწონა, ყველა ძალიან საინტერესო იყო. ძალიან სახალისოა და კიდევ მინდა გავაკეთო. რა შეკითხვასაც ვერ ვუპასუხე, დედამ ამიხსნა. ჩემი მეგობრებიც გადიან ტესტებს. izrune.ge-ს საიტი ძალიან მომწონს. მინდა კვირას, შემაჯამებელ ტესტში, დიპლომი ავიღო.“

გიორგი მართალიშვილის დედა, პედაგოგი ნესტან დავითაძე:

- izrune.ge ძალიან მომწონს. ეს პორტალი ბავშვის განვითარებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. ტესტები ძალიან საინტერესო და სააზროვნოა. მე თვითონაც ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელი ვარ და izrune.ge-ში ჩემი კლასიც აქტიურად არის ჩართული. შევეცდები, რომ მაქსიმალურად ვიმუშაო და ბავშვებმაც ყოველ ხუთშაბათსა და კვირას ტესტები აქტიურად გააკეთონ.
მიხარია, რომ გიორგიმ ტესტი პირველმა გააკეთა. ადრე დაძინება არ უყვარს და რომ არ მოვცდენილიყავით, საიტზე შევედით.



-თქვენი აზრით, მშობლების გააქტიურების კუთხით, რა მნიშვნელობა აქვს პორტალს?

- ვფიქრობ, izrune.ge-ს საშუალებით მოსწავლეები დამოუკიდებელად მუშაობას შეეჩვევიან, მაგრამ მათ მშობლებიც აუცილებლად უნდა დაეხმარონ. ბავშვს საკითხავი მასალა მშობელმა უნდა მიაწოდოს. დაწყებითი კლასებში მათ მშობლის დახმარება განსაკუთრებულად სჭირდებათ.
izrune.ge-ზე ინფორმაციის მისაწოდებლად სკოლაში მშობლები მყავდა მოწვეული. ვუთხარი, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აჭარაში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის izrune.ge-ს ტესტების საფასური დაფარა და მათ შვილებს ტესტირების გავლა უფასოდ შეუძლიათ. ვფიქრობ, დამეხმარებიან და პროცესში ყველა ერთად ჩავერთვებით.
ყველა ბავშვს წარმატებას ვუსურვებ და ყველანაირად შევეცდები, რომ  ჩემი ყველა მოსწავლე და ჩემი შვილებიც izrune.ge-ში აქტიურად მყავდეს ჩართული“.

ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ დღეა, ამ დღისთვის შეკითხვების შედგენაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები. ყოველი თვის ბოლო კვირა კი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“. საქართველოს მასშტაბით izrune.ge-ში ჩართულ ყველა მოსწავლეს ტესტების გაკეთება ამ დღეებში 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.


რას ამბობენ ჩვენზე