izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
18 ოქტომბერი, 2019
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე“​ - სპეციალურად თქვენი შვილებისთვის izrune.ge-ზე
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge მოსწავლეებში სამოქალაქო აზროვნების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. პორტალზე თვეში ერთი დღე სპეციალურად მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა.

„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“- ასე ჰქვია დღეს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით izrune.ge-ში ჩართული მოსწავლეები მოუთმენლად ელიან.

მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეკითხვების შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

დღეს გვინდა იმ შეკითხვებზე პასუხები შემოგთავაზოთ, რომლებსაც  izrune.ge-ს მომხმარებლები ამ დღესთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გვისვამენ:

• როდის შეგვიძლია გავიაროთ „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ტესტები?

ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ დღეა! ამ დღის ფარგლებში მოსწავლეებმა izrune.ge-ზე ტესტირება პირველად 2019 წლის სექტემბერში გაირეს. 

• რა არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ დღის მიზანი?

პორტალში ჩართული მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ერთიანი აზრია, რომ „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე“ საზოგადოების სრულყოფილი წევრების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
izrune.ge-ს მიზანი კი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი აზროვნების სისტემურ-ეფექტური და დროული ამოქმედებაა. პორტალი თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების, მათი ტრადიციების, ღირებულებებისა და ისტორიის წარმოჩენას და გაცნობას უწყობს ხელს.

• რა დახვდებათ მოსწავლეებს izrune.ge-ზე „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღეს“?

ამ დღეს izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მთელი დღის განმავლობაში, საიტზე ტესტირება გაიარონ და ძალიან საინტერესო შეკითხვებს უპასუხონ, საკუთარი თავი გამოსცადონ.
izrune.ge-ს ტესტებს ოთხი სავარაუდო პასუხი ახლავს. შეკითხვები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა შედგენილი და შესაბამის დონეზე საჭირო ცოდნის მობილიზებას ახდენს. 

• რით არის izrune.ge და მისი ეს პროექტი განსაკუთრებული?

izrune.ge სასკოლო ცხოვრების გააქტიურებასა და გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. რაც მთავარია, იგი ოჯახებს, მშობლებს შესაძლებლობას აძლევს შვილების აღზრდა-განათლება-განვითარების პროცესს თვალი ადევნონ და საჭიროებების მიხედვით მუშაობა გააძლიერონ.
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ თავისუფალი აზროვნებისა და ევროპული ღირებულებების, საზოგადოების სრულყოფილი წევრების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

• ვინ ამზადებს შეკითხვებს „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღისთვის“?

izrune.ge-ზე სამოქალაქო განათლების დღისთვის, დაწყებითი, საბაზო და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის შეკითხვები ქუთაისის 78-მა გამორჩეულად აქტიურმა პედაგოგმა შეადგინა. შეკითხვების შედგენაში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო.

• ვინ ხელმძღვანელობს მოქალაქეობრივი განვითარების დღის პროექტს?

„ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ“ მასშტაბური, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ინდივიდუალურია პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“, izrune.ge-ს  და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ხორციელდება.

„მოქალაქეობრივი აზროვნების“ ტესტების გავლა ყველა იმ მოსწავლეს შეუძლია, ვინც 2019 – 2020 სასწავლო წელს ჩართულია izrune.ge-ში.

ასევე, izrune.ge-ზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღეა“. მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტს, მშობლის ჩართულობით, კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ასრულებენ, იღებენ დიპლომებს და აზიარებენ საკუთარ წარმატებებს!!!
 


რას ამბობენ ჩვენზე