izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
08 ოქტომბერი, 2019
„izrune.ge-მ მშობლები გააერთიანა“- გაიცანით ვინ ადგენს კითხვებს თქვენის შვილების წიგნიერების გასაზრდელად
izrune.ge-ზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღეა“. ამ დღისთვის საქართველოს მასშტაბით I-IV კლასის  მოსწავლეებს შეკითხვები თბილისის N106 საჯარო სკოლის კვალიფიციურმა პედაგოგებმა შეუდგინეს.
izrune.ge თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორს, თენგიზ გულორდავასა და შეკითხვების ერთ-ერთ ავტორს, პედაგოგ ელზა ჭიკაძეს ესაუბრა, რომელმაც სკოლის შეფასებით, განსაკუთრებით საინტერესო შეკითხვები შეადგინა.

-ბატონო თენგიზ, რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის და თქვენი პედაგოგებისთვის გემუშავათ შეკითხვებზე, რომლებიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად?

-შეკითხვებზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. პროცესში 24 პედაგოგი იყო ჩართული. ტესტების შედგენაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. რამდენიმე ათასი კითხვის შედგენა არ არის სახუმარო საქმე, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მოსწავლეთა ასაკის შესაბამის ძალიან მაღალი დონის შეკითხვებზე.
პედაგოგების მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩემი მასწავლებლები განსაკუთრებით კმაყოფილები არიან, რადგან ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ტესტებს არა მარტო საკუთარი სკოლისთვის, არამედ საქართველოს მასშტაბით უამრავი სკოლის ათასობით მოსწავლისთვის ამზადებ.



-რის მიხედვით შეარჩიეთ შეკითხვების ავტორი პედაგოგები?

-ვინაიდან შეკითხვებს დაწყებითი კლასებისთვის ვადგენდით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგები შევარჩიე. თუმცა თითო ჯგუფზე თითო ფილოლოგი მაღალი საფეხურიდან დავამატეთ. გვინდოდა შრომა ნაყოფიერი ყოფილიყო და რაიმე შეცდომა არ გაპარულიყო. ყველა დიდი პრაქტიკის მქონე მასწავლებელია.

-რამდენად მნიშვნელოვანად მიგაჩნიათ მოსწავლეთა წიგნიერების დონეზე ზრუნვა დაწყებითი კლასებშივე დაიწყოს?

-კომპიუტერმა ბავშვები წიგნს ფაქტობრივად მოაშორა. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის იდეა  ბრწყინვალეა, რომ ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღე“ იყოს. პროექტს ჩვენი პედაგოგების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. მათ სურთ ბავშვები წიგნს დაუბრუნდნენ. 

-მუშაობის პროცესში რაიმე სირთულეებს ხომ არ გადააწყდით?

-წასაკითხ მასალასთან დაკავშირებით პირველკლასელების გაფრთხილება ცოტა პრობლემური იყო, რადგან ჯერ სკოლაშიც არ იყვენენ დარეგისტრირებული. თუმცა გამოსავალი აქაც ვიპოვე. მშობლებისთვის izrune.ge-ს სპეციალური ბუკლეტები დავამზადე და როდესაც სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად დოკუმენტაცია მოჰქონდათ, თან ვატანდი. ბუკლეტიდან ეცნობოდნენ აგვისტოში და სექტემბერში რა უნდა წაეკითხათ.
izrune.ge-ში ჩემი სკოლის დაახლოებით 700 მოსწავლეა ჩართული. ძალიან დიდი აქტიურობა შეინიშნება I-V კლასებში. დაბალ საფეხურზე ჩართულობის კოეფიციენტი თითქმის 95%-ია. მაღლა და მაღლა ცოტა კლებულობს.



-თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

-ჩემი აზრით, მათი შედარებით ნაკლები ჩართულობა იმისი ბრალია, რომ ბავშვები ძალიან  გადატვირთულები არიან, იქნება ეს სპორტი თუ სხვა აქტივობები. ვფიქრობ, ძირითადად, ეს არის ხელისშემშლელი ფაქტორი. ალბათ, ცოტა სხვა მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა.

-როგორია მშობლების ჩართულობა და დაინტერესება izrune.ge-თ?

-მშობლები ძალიან მონდომებულები არიან. შარშან სცადეს, izrune.ge-ში ჩაერთნენ და წელს უკვე თვითონ ითხოვენ ჩართვას. წელს, მით უმეტეს, „წიგნიერების დღე“ და „სამოქალაქო აზროვნების განვითარების დღე- გზა ევროპისკენ“ დაემატა. უძლიერესი პროექტია და მშობლები მათი შვილების განათლების საქმეში izrune.ge-ს დადებით ეფექტებს ხედავენ.
რაც მთავარია, მამები ჩაერთნენ თავიანთი შვილების აღზრდა-განათლების საქმეში. მამები შვილებთან ერთად მუშაობენ ტესტებზე და ზუსტად ეს არის პროექტის სიძლიერე. მამები და შვილები ამ კუთხით დაახლოვდნენ.
სოციალური ქსელი აჭრელებულია ჩემი სკოლის მოსწავლეების ოქროს და ვერცხლის დიპლომებით. უნდა ნახოთ მამებთან როგორი სიამაყით აფრიალებენ ამ დიპლომებს. ოჯახისთვის დიდი ბედნიერებაა ამის ხილვა. ტესტირების შედეგი რამოდენიმე წამში იდება და ეს პატარებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. კარგია, რომ ასეთი მაგარი პროექტი არსებობს.

-როგორ შეაფასებთ izrune.ge-ს პროექტის მნიშვნელობას ახალგაზრდებისთვის?

-საგანმანათლებლო სივრცეში „ეტალონზე“ და izrune.ge -ზე ძლიერი პროექტი არ მეგულება. ძალიან კარგია სამოქალაქო აზროვნების განვითარების კუთხითაც რომ დადგინდა ერთი დღე- „გზა ევროპისკენ“. ბავშვები ყველა მიმართულებით ვითარდებიან და სწორედ ეს არის შედეგის მომცემი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტს წინ ძალიან დიდი წარმატება ელოდება. 

ელზა ჭიკაძე- თბილისის N106 საჯარო სკოლის  მეოთხე და პირველი კლასების დამრიგებელი.

-ქალბატონო ელზა, თქვენ გაფასებენ როგორც განსაკუთრებულად საინტერესო შეკითხვების ავტორს. რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის izrune.ge-ს პროექტში ჩართვა?

-პროცესი მართლაც ძალიან საინტერესო იყო. თავდაპირველად ნიმუში მოგვცეს, კითხვა როგორ უნდა შეგვედგინა. ეს ყველაფერი ჩემს თავში ძალიან კარგად რომ გავიაზრე, მერე ერთ მოთხრობას მოვკიდე ხელი და ამ სისტემით დავიწყე მუშაობა. შეკითხვები ჩემს მეგობრებს რომ ვაჩვენე, ძალიან მოეწონათ. ჯგუფის ხელმძღვანელი მეუბნებოდა მოსწავლის თვალით ვუყურებ შენს შედგენილ ტესტებს და ძალიან კმაყოფილი ვარო. მოხარული ვარ ჩემს შეკითხვებს უკუკავშირი რომ მოჰყვა.
წლებია კვირაში ერთხელ მოსწავლეებს ტესტებს ვუმზადებ. როდესაც შეკითხვა ტექსტის გააზრებაზეა ვიცით, რომ მარტივიდან რთულისკენ უნდა წავიდეს. ზოგიერთი შეკითხვა დაფარული აზრის გამოვლენას ემსახურება, ზოგიერთის პასუხები კი ტექსტში პირდაპირ არის მოცემული. რადგან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ვამზადებდით შეკითხვებს, შეკითხვის წინ ტექსტიდან პატარა მონაკვეთები მოგვყავდა, რათა მოსწავლეებისთვის რაღაცები შეგვეხსენებინა. ამ კითხვების შედგენისას მთელი ზაფხული სასიამოვნოდ გავატარე.



-პირველკალსელების izrune.ge-ში აქტიურად ჩასართველად თქვენ განსაკუთრებულ მეთოდს მიმართეთ. მოგვიყევით თქვენი იდეის შესახებ.

-პირველ კლასში ახალი პროექტს ვიწყებ სახელწოდებით izrune.ge-ს წიგნიერების დღე მშობლებთან ერთად“. პირველკლასელებმა რადგან კითხვა არ იციან, მასალებს მშობლები წაუკითხავენ. პირველ ეტაპზე ორი მშობელი გვესტუმრება სკოლაში და რაც იქნება ანონსში იმ მასალებს წაიკითხავენ. შემდეგ თვეში სხვა ორი მშობელი მოვა და ა.შ.  პირველი შეხვედრა ამ ოთხშაბათს გვექნება.
მშობლებს ეს შეთავაზება გაუხარდათ. თვითონ გამოთქვეს სურვილი პირველი ჩვენ ვიქნებითო. ვხედავ, რომ ეს მოსწავლეებში  მოტივატორი გახდა და მშობლებშიც ერთიანების განცდა შექმნა. სკოლის მიზანი მშობელთა ჩართულობის გაზრდაა და ამაში izrune.ge ძალიან დაგვეხმარა.

„izrune.ge ტესტირების ინოვაციური პორტალია, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად  სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები გაიარონ. პორტალზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღე“, ხოლო ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ“ არის. მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტს, მშობლის ჩართულობით, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ აკეთებენ.


რას ამბობენ ჩვენზე