izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
03 ოქტომბერი, 2019
მშობელი, რომელიც შვილთან ერთად მის თანაკლასელებზეც ზრუნავს - „ეს ჩემი ელემენტარული პატივისცემაა მშობლების მიმართ“
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge უამრავ მოსწავლესა და მშობელს აერთიანებს. შვილების განათლებით დაინტერესებული მშობლები არა მარტო თავიანთი, არამედ სხვისი შვილების განვითარების საკითხსაც დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან. ამის ნათელი მაგალითი მშობელი სოფიკო ბლუაშვილია.

სოფიკო ბლუაშვილის შვილი, ოლეგ კიკაბიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჭოგნარის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. პატარა ოლეგი ტესტირების ყოველ დღეს მოუთმენლად ელოდება.

სოფიკო ბლუაშვილმა ოლეგის კლასელების მშობლების მიერ izrune.ge-სთვის შეკრებილი თანხა ბანკში თვითონ გადაიხადა. ის ამას განსაკუთრებულ საქციელად არ მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ შვილის განათლების პროცესში მშობლის მცირედ გააქტიურებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. izrune.ge განსაკუთრებით მზრუნველ მშობელს - სოფიკო ბლუაშვილს გაგაცნობთ:

- ქალბატონო სოფიკო, თქვენი ინიციატივა იყო, რომ მშობლებს შვილების იზრუნე.გე-ში ჩასართავად ტექნიკურ საკითხებში დახმარებოდით?

- დამრიგებელმა მშობლები შეგვკრიბა და გვითხრა, რომ ვისაც სურვილი გექნებათ ბავშვებს izrune.ge-ზე დავარეგისტრირებო. ზოგ მშობელს არ ეცალა და თანხას თვითონ ვერ ჩარიცხადა. მე როგორც  კლასის ჯგუფხელმა მშობელმა ჩემს თავზე ავიღე, რომ ყველას ფული შემეკრიბა და თანხა ბანკში გადამეხადა. ეს ჩემი ელემენტარული პატივისცემაა მშობლების მიმართ. 



- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობაა აქვს მშობლის ჩართულობას სწავლის პროცესში და თქვენ რამდენად ახერხებთ ამას?

- ჩემი აზრით, სწავლის პროცესში მთავარი მშობლის ჩართულობაა. მით უმეტეს, ჩემი შვილის ასაკში. პატარები არიან და ვერ იაზრებენ, რომ აუცილებლად უნდა ისწავლონ, ამიტომ ცოტა დაძალება სჭირდებათ.
ჩემს შვილზე და მის განათლებაზე მთლიანად ვარ გადართული. რაც საშუალებაც მაქვს ყველნაირად ვცდილობ, რომ სწავლის პროცესში აქტიურად ვიყო ჩართული.

- რას ფიქრობთ izrune.ge-სთან დაკავშირებით? რამდენად საინტერესოა ეს პორტალი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის?

- ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პროექტია. ჯერ კიდევ საიტის შესწავლის პროცესში ვართ, ინსტრუქციებს მივყვებით და მოგვწონს. პორტალზე კლასის თითქმის ყველა ბავშვია ჩართული და ვფიქრობ, მომავალშიც ასე იქნება.

izrune.ge ჭოგნარის საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელს, ქეთევან ქარქაშაძესაც  ესაუბრა:

- ქალბატონო ქეთევან, როგორ შეაფასებდით იზრუნე.გე-ს მნიშვნელობას საგანმანათლებლო პროცესში?

- ჩემი აზრით, izrune.ge ბავშვების განვითარებას შეუწყობს ხელს. ისინი ნასწავლს იმეორებენ და ცოდნას იმტკიცებენ. ძალიან გონებაგახსნილი ბავშვები მყავს და მეტი მუშაობა სჭირდებათ. სახელმძღვანელობში მაგალითები თუ ტესტები მწირია. ეს საიტი ჩვენთვის მუშაობის დამატებითი საშუალებაა. ბავშვებისთვის დამატებით წიგნებს ვყიდულობ, მაგრამ ეს საიტი მათთვის ახალია და მოსწონთ სახლში კომპიუტერით რომ იღებენ ტესტებს. 
ბავშვები ტესტებს დღეისთვისაც მოუთმენლად ელოდებდნენ. izrune.ge-მ მათ მოტივაცია გაუზარდა. საიტით ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ.  
ბავშვები ჩემს შეფასებებს შეჩვეული არიან. დავინახე რომ მათთვის მნიშვნელოვანია მათი ცოდნა საკლასო ოთახს გარეთ გავიდეს და მასწავლებლის გარდა სხვამაც შეაფასოს. izrune.ge-მ მათ თავდაჯერებულობა და რწმენა შემატა.



- როგორია მშობლებისა და ბავშვების მოტივაცია და დამოკიდებულება izrune.ge -ს მიმართ?

- მშობელთა კრებაზე მშობლებს ვუთხარი ამ საიტს ბავშვების განვითარებისთვის რა მნიშვნელობაა აქვს. მოუნდათ საიტი ეცადათ, თანხმობა მივიღე და ბავშვები პორტალზე მე თვითონ დავარეგისტრირე.
ბავშვებმა რომ ტესტები გააკეთეს, მეორე დღეს სკოლაში აღფრთოვანებულები მოცვივდნენ და მეუბნებოდნენ „მასწავლებელო, მე ვერცხლის დიპლომი მივიღე“, „მასწავლებელო, მე ოქროს დიპლომი მივიღე“. მშობლები სოციალურ ქსელში ახლაც მიგზავნიან მათი შვილების შედეგებს.
პორტალზე შეფასების სიტემა სწორადაა შემუშავებული. ბავშვებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები ძალიან ახარებთ.
რაც შეეხება სოფიკო ბლუაშვილს, ის არაჩვეულებრივი დედა და ყურადღებიანი მშობელია. საორგანიზაციო საკითხებში სულ ჩემს გვერდითაა და ნამდვილად სამაგალითოა.

„izrune.ge ტესტირების ინოვაციური პორტალია, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად  სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები გაიარონ. პორტალზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღე“, ხოლო ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ“ არის. მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტს, მშობლის ჩართულობით, ყოველი თვის ბოლო კვირას - „შვილებზე ზრუნვის დღეს“ აკეთებენ.


რას ამბობენ ჩვენზე