izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
30 სექტემბერი, 2019
მოსწავლე, რომელმაც პირველმა გაიარა ახალი სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტი
29 სექტემბერი ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე ახალი სასწავლო წლის პირველი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.


თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს -  ნიკოლოზ თამარაშვილს დღეს სკოლაში განსაკუთრებული სიხარულით დახვდნენ, ის პირველი იყო, ვინც 2019-2020 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტი გაიარა. 



izrune.ge  ნიკოლოზს და მის დამრიგებელს ესაუბრა. გაგაცნობთ მათ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს.

ნიკოლოზ თამარაშვილი - თბილისის 71-ე საჯარო სკოლის 4დ კლასის მოსწავლე: 

„როცა izrune.ge-დან სკოლაში იყვნენ მოსულები და ტესტირებასთან დაკავშირებით გავიგე, მაშინვე დავრეგისტრირდი. ტესტირება ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი, სააზროვნო ტესტებია.
საიტზე წინა წელს დავრეგისტრირდი და დღემდე აქტიურად ვიღებ მონაწილეობას. ტესტებს ხანდახან საღამოობით ვაკეთებდი, ხანდახან ჩვეულებრივად დილით ან შუადღით. ახალი სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელ ტესტის გაკეთება ძალიან მინდოდა, ვერ მოვითმინე დილამდე და ტესტი ღამე გავაკეთე. 
izrune.ge-ზე ჩემმა მეგობრებმაც იციან. ჩემი კლასიდან საიტზე ყველა არის დარეგისტრირებული. ტესტირებიდან შეკითხვებს გაკვეთილზე განვიხილავთ. ჩვენი ეკა მასწავლებელი ძალიან მზრუნველი დამრიგებელია, თუ რამეს ვერ გავიგებთ, გვეხმარება, დაფაზე გვიწერს და გვიხსნის. ტესტები ჩემს კლასელებსაც ძალიან მოსწონთ. სანამ სკოლას დავასრულებ, ტესტები სულ მინდა ვაკეთო.
ტესტირებისას დედიკო გვერდით მიჯდება და მეხმარება. მასაც ძალიან მოსწონს izrune.ge-ს საიტი.“



ეკა მაისურაძე - თბილისის 71-ე საჯარო სკოლის 4დ კლასის დამრიგებელი:

„izrune.ge-ს მიმართ ძალიან კარგად ვართ განწყობილი და აქტიურად ჩართული. ჩვენ „მომავლის კლასი“ ვართ და ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ბავშვებს ძალიან  მოსწონთ და ტესტირებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად აქვთ ინფორმაცია. პორტალზე კლასი შარშანაც 100%-ით ვიყავით ჩართულები და წელსაც ასე ვართ. შეკრული გუნდი გამოგვივიდა.
ხუთშაბათის ტესტის განხილვა აქტიურად მიდის. ბავშვები კლასში შემოცვივდებიან და მაშინვე შეკითხვებზე იწყება საუბარი. ძალიან ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართულები და მოვლენებს არ ჩამოვრჩეთ.
ნიკოლოზი ზოგადად  ძალიან აქტიური, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიანი ბავშვია. უპირველესი ყოვლისა კარგი ადამიანია, იცის მეგობრობა და რაც ყველაზე მთავარია, უყვარს მეგობრები.
ძალიან ემოციურიც არის. ყოველ გაცემულ სწორ პასუხს თუ არასწორ პასუხს ძალიან განიცდის. ოქროს დიპლომი თუ მიიღო, აღფრთოვანებულია. ძალიან აქტიური და ყოჩაღი ბიჭია“.

„izrune.ge  ტესტირების ინოვაციური ონლაინ პლატფორმაა, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ პიროვნული განვითარების მამოტივირებელი ინდივიდუალური ტესტები გაიარონ. პორტალზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღე“, ხოლო ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“ არის. მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტს, მშობლის ჩართულობით, ყოველი თვის ბოლო კვირას - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ აკეთებენ.


რას ამბობენ ჩვენზე