izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
19 სექტემბერი, 2019
izrune.ge ევროპისკენ  სვლას უწყობს ხელს
ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში ჩართული მოსწავლეებისთვის 26 სექტემბრიდან ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ დღე იქნება. სწორედ ამ დღისთვის, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის შეკითხვები ქუთაისის 78-მა გამორჩეულმა მასწავლებელმა შეადგინა.

III - IV კლასებისთვის შეკითხვების შემუშავებაზე პასუხისმგებლობა ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პროფესიონალმა პედაგოგებმა აიღეს. მუშაობის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად  ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორს, ნათია სულავასა და პედაგოგებს, მერი სართანიასა და ეკა მაჩიტაძეს ვესაუბრეთ.

-ქ-ნო ნათია, თქვენი სკოლა ძალიან აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო განათლების დღესთან დაკავშირებით კითხვების შედგენაში. რამდენად საინტერესო იყო სამუშაო პროცესი?

-ჩემი სკოლის პედაგოგებისთვის "ეტალონთან"  მუშაობა ძალიან საინტერესოა, შესაბამისად, პროექტი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება- გზა ევროპისკენ“ გამონაკლისი არ არის. ამ პროექტში ჩართვას დიდი სიხარულით დავთანხმდით და მუშაობის პროცესიც ძალიან სასიამოვნო იყო.



-რა პრინციპით შეარჩიეთ  კითხვების ავტორები?

-სამოქალაქო განათლების დღისთვის კითხვები ორმა მასწავლებელმა შეადგინა. მერი სართანიამ, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და ეკა მაჩიტაძემ, რომელიც დაწყებით კლასებს ასწავლის. ეს ქალბატონები სკოლის „ეტალონთან“ ურთიერთობას კურირებენ და ვინაიდან „ეტალონის“ საქმიანობაში ჩახედულები არიან,  გადავწყვიტე პროექტისთვის ისინი შემერჩია. მათთან დიდი ახსნა-განმარტებები არ დამჭირვებია, რა სიკეთეები შეიძლება ჰქონდეს იზრუნე.გე-ს პროექტს. კითხვების შედგენას ორივე პედაგოგმა ძალიან კარგად გაართვა თავი.

-როგორ შეაფასებდით სამოქალაქო განათლების დღის მნიშვნელობას izrune.ge-ს პროექტში ჩართულ მოსწავლეთა განვითარების პროცესში?

-ქვეყანაში სამოქალაქო განათლება რაც უფრო მაღალ დონეზე იქნება, მით უფრო ბევრ პრობლემას ავარიდებთ თავს. უპირველესად, ვიქნებით კანონმორჩილები, გვეყვარება ჩვენი ქვეყანა და გვეცოდინება ევროპის სიკეთეები. ბავშვი თუ დაბალი საფეხურიდან იწყებს ამ ყველაფრის გაცნობიერებას და ჩვენ სათქმელს სწორად მივაწოდებთ, რასაც „ეტალონი“ ზუსტად აკეთებს, მათი სამოქალაქო შეგნება ამაღლდება და მიხვდებიან რატომ უნდა ვიყოთ კარგი მოქალაქეები, რატომ უნდა მოგვწონდეს ევროპა, რატომ უნდა ვიცავდეთ კანონს, რატომ უნდა ვუფრთხილდებოდეთ ჩვენს ქვეყანას, ბუნებას და ა.შ. სამოქალაქო განათლების მხრივ ბავშვს თუ დაბალი განათლება ექნება, კულტურის დონეც შესაბამისად დაბალი იქნება.
წლებია ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ევროპისკენ და "ეტალონი" და izrune.ge ამ წინსვლას კიდევ უფრო უწყობს ხელს. მიხარია, რომ ქუთაისში მცხოვრებ პედაგოგებს, ჩემს კოლეგებს, ამაში წვლილი შეაქვთ.

-თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად izrune.ge-ს ინოვაციურ პორტალს მოსწავლეთა განვითარებაში? 

-ჩემთვის ყველაზე მოსაწონი არის ის, რომ ცოდნის მიღებასთან ერთად izrune.ge ტესტები არის ძალიან სახალისოდ გაკეთებული. ბავშვს არ ბეზრდება იჯდეს და ტესტები აკეთოს. შეიძლება რაღაც არ იცოდეს, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ხედვას, რადგან კითხვაზე უკან მობრუნების საშუალება აქვს. ფორმატი ძალიან კარგადაა შერჩეული. კითხვებს პროფესიონალები ადგენენ, შესაბამისად, ასაკთან მორგებული, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და ფერადოვანია.
სამწუხაროდ, მშობელთა ჩართულობა ჩვენი პრობლემაა.ზოგი მშობელი ქვეყანაშია, ზოგიც მის ფარგლებს გარეთ, თუკი სხვადასხვა სახალისო შემეცნებითი პროექტები ბავშვს ცოდნას მისცემს და პროცესში ჩართავს მშობელსაც, უკეთეს მოქალაქეებს გავზრდით. პორტალზე ბავშვი არ არის დათრგუნული და დაძაბული იმის შიშით, რომ თუ ვერ გააკეთებს დატუქსავენ ან საყვედურს ეტყვიან. მინდა, რომ  izrune.ge -ში ყველა სკოლის ყველა მოსწავლე იყოს ჩართული.

-როგორ შეხვდით ახალ სასწავლო წელს და რა სიახლეები გაქვთ მოსწავლეებისთვის?

-ახალი სასწავლო წლიდან ინფრასტრუქტურა შედარებით გაგვიუმჯობესდა. შიდა და გარე ფასადი გაკეთდა, გათბობის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლა ეტალონის შესარჩევი ტურის ტესტირებებისათვის ვემზადებით. ვგეგმავთ, რომ სკოლის გარეშე აქტივობებში მაქსიმალურად ჩავერთოთ.

შეკითხვების ავტორებმა გავიზიარეს ემოციები თუ რამდენად სასიამოვნო იყო მათთვის  პროექტზე მუშაობა.

ეკა მაჩიტაძე- ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი:
„მიხარია, რომ დირექტორმა არჩევანი ჩემზე შეაჩერა. საგანი სამოქალაქო განათლება ჩემთან ძალიან ახლოა და ამ მიმართულებით მუშაობა ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. საგანს "მე და საზოგადოება" 1 წელია ვასწავლი და მის ფარგლებში საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელეთ. შესაბამისად, ტესტების შედგენისას პირადი გამოცდილება გამოვიყენე. შევეცადეთ აქცენტი ისეთ თემებზე გაგვეკეთებინა, რომელიც ბავშვებისთვის ახლო და საინტერესო იქნებოდა.
კითხვებში შემავალი თითოეული საკითხი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მსგავს პრობლემებს ყოველდღიურად ხვდებიან. ეს ისეთი ცოდნაა, რასაც სხვა წიგნებიდან ვერ ისწავლი. ყველა შეკითხვას კონკრეტული პასუხი აქვს, რომელიც ბავშვების აზროვნებას ავითარებს. მაგალითად, რატომ უნდა ვიაროთ ტროტუარზე? თუ არ არის ტროტუარი, როგორ უნდა მოვიქცეთ? და ა.შ“.



მერი სართანია- ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:
“პროექტში „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება- გზა ევროპისკენ“ ჩართვა ჩემთვის საინტერესო და საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ამიტომ უმჯობესია, ამ საკითხზე სკოლებში  დაწყებითი საფეხურიდანვე გავამახვილოთ ყურადღება. ამ მიზნით izrune.ge პროეტში აქტიურად ჩავერთე. ჩემს კოლეგებთან ერთად მე-3 და მე-4 კლასებისთვის შევადგინე ტესტები ქართული ენიდან, მათემატიკიდან, ძირითადად კი ,,მე და საზოგადოებიდან". აღნიშნული ტესტები შერეული სახით არის, არის როგორც ფაქტობრივ ცოდნაზე, ისე სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული, აგრეთვე თემატურად მრავალფეროვანი. ყოველივე ეს, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას”.



26 სექტემბერს „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ დღეა - აღსანიშნავია, რომ პროექტი სოციალური დატვირთვისაა და უსასყიდლოდ გავრცელდება ყველა იმ მოსწავლეზე, რომელიც 2019 – 2020 სასწავლო წელს ჩართულია Izrune.ge -ში.

ამავე თემაზე იხილეთ ბმული 1,  ბმული 2.


რას ამბობენ ჩვენზე