izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
12 სექტემბერი, 2019
„izrune.ge საშვილიშვილო პროექტია“- „წიგნიერების დღის“ კითხვების ავტორები
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი  izrune.ge მოსწავლეებისთვის საინტერესო სიახლეების შესათავაზებლად ყოველდღე აქტიურად მუშაობს. პორტალი მოსწავლეებს ყოველი თვის მეორე ხუთშაბათს „წიგნიერების დღის“ ტესტებს სთავაზობს.

„წიგნიერების დღეს“ მოსწავლეები კითხვებს წინასწარ შერჩეული კლასგარეშე ლიტერატურიდან იღებენ. ამ დღისთვის მე-12 კლასელებს ლიტერატურული თავგადასავალი გამორჩეული სკოლის განსაკუთრებით აქტიურმა პედაგოგებმა მოუმზადეს - ეს თბილისის 94-ე საჯარო სკოლა და მისი პედაგოგების გუნდია.

„წიგნიერების დღის“ კითხვების შექმნის პროცესთან დაკავშირებით izrune.ge  თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო გახარიას, ესაუბრა. პირველივე „წიგნიერების დღეს“ izrune.ge-ში ჩართული მე-12 კლასელების მხრიდან უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

- ქალბატონო ნინო, რა პრინციპით შეარჩიეთ პედაგოგები, რომლებმაც „წიგნიერების დღის“ ფარგლებში მე-12 კლასელებისთვის მოამზადეს კითხვები?

- სკოლაში 15 ფილოლოგი მყავს და 15-ვე უფროსი მასწავლებელია. მათგან რამდენიმე უკვე წამყვანი მასწავლებელი ხდება სექტემბრის თვეში. შესაბამისად, შერჩევის კონკრეტული პრინციპი არ მქონია, რადგან ვიცოდი, ამ საქმეს პროფესიონალებს ვანდობდი. დროის ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, თორემ არჩევანის გაკეთება არ გამიჭირდებოდა.
კითხვებზე დაახლოებით 7-8 მასწავლებელი მუშაობდა. შევარჩიე ისეთი პედაგოგები, რომლებსაც VII-XII კლასებთან ჰქონდათ საათები და ისეთები, ვისაც შეეძლო არაფორმალური განათლებისთვის მეტი დრო გამოენახა.



- პედაგოგებისთვის რამდენად საინტერესო იყო ამ შეკითხვებზე მუშაობა?

- ჩვენმა ბავშვებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა კარგად იციან იზრუნე.გე როგორი საშვილიშვილო პროექტია. ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა სასკოლო საზოგადოებას პროექტის მიზნები თვითონ გააცნო. იმ დღიდან მოყოლებული, მასწავლებლებმა იციან, რომ ეს ძალიან კარგი საქმეა. როგორც კი ვუთხარი, რომ წიგნიერებასთან დაკავშირებით ახალი პროექტი უნდა დაწყებულიყო, აბსოლუტურად ენთუზიაზმის დონეზე ამყვნენ, რადგან ​ ახალი საქმის კეთების და ცვლილებების არასდროს ეშინიათ. პირიქით, ყველა კარგ საქმეს შემოქმედებითად უდგებიან. 

- რა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეებმა, რომლებიც თქვენი სკოლის პედაგოგების მიერ შედგენილ კითხვებს გაივლიან?

- პედაგოგებმა კითხვების შედგენის დროს აქცენტი გააკეთეს როგორც შინაარსობრივ მხარეზე, ასევე გააზრებაზეც, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც ნაწარმოებში ხვდებათ და მასალებს სიღრმისეულად უნდა ჩაწვდნენ. ჩვენმა პედაგოგებმა ნამდვილად კარგად იმუშავეს და მიხარია.



- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს წიგნიერებას ბავშვის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში?

- დღეს მედიაწიგნიერება საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ის, რასაც ჩვენ განვიცდით და რასაც ბავშვებიც განიცდიან წიგნის კითხვის დროს, აბსოლუტურად სხვაა. მეტი სულიერებაა, როდესაც წიგნს კითხულობ. 
ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, მათ არ უარვყოფთ, მაგრამ რასაც სულიერი წვდომა ჰქვია, მაინც წიგნის კითხვის დროს იბადება. ძალიან მაგარი პროექტია  ბავშვებისთვის, რომლებიც მოცილებულები არიან ამ პროცესს. მისასალმებელია, რომ სწორედ „ეტალონმა“ შეძლო ამის გაკეთება.

- თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თითოეულმა მოსწავლემ  იზრუნე.გე -ს შესაძლებლობების გამოყენებით?

- მიმაჩნია, რომ „ეტალონმა“ ბავშვები წიგნებისკენ მიაბრუნა და იზრუნე.გე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამისთვის. პროექტში ​ ძალიან ბევრი მოსწავლეა ჩართული და როდესაც  „წიგნიერების დღეც“ დაემატა, ძალით თუ ნებით, ბავშვები წიგნისკენ კიდევ უფრო მიტრიალდნენ. 

- ახალი სასწავლო წლისთვის რა გეგმები გაქვთ სკოლაში? რას უსურვებთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს?

- ჩვენი სკოლა კონტიგენტით მზარდია და ინფრასტრუქტურის კუთხით გვიჭირს. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებსაც სკოლის სამცვლიანობა იწვევს, სასკოლო საზოგადოების მთელი შემადგენლობა მზად არის, ახალ სასწავლო წელს ახალი იდეებით შეხვდეს.
გვინდა მეტი ყურადღება გავამახვილოთ არაფორმალურ განათლებაზე. სკოლაში ხუთი კლუბი მოქმედებს. ესენია: „პატარა მკითხველთა კლუბი“, კლუბი „წიგნიერი“,, მათემატიკის კლუბი „უსასრულობა“, ქართული ენის სიწმინდის დაცვის კლუბი „ლაზარე“ და "გოეთეს" კლუბი. ყველა კლუბი მაქსიმალურად კარგად მუშაობს და მოსწავლეებს​ არაფორმალურ განათლებაში რთავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი მოსწავლე შემობრუნდეს სკოლისკენ.
ვფიქრობთ, ხარისხიანი განათლების მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პროექტებით სწავლება. ვინაიდან ჩემი მოადგილეც ხარისხის მართვას უზრუნველყოფს და მეც „ახალი სკოლის მოდელში“ ვარ ჩართული, როგორც ლიდერობის ექსპერტი, ვფიქრობთ, რომ პროექტებით სწავლება ერთობლივად უზრუნველვყოთ როგორც სასწავლო პროცესში, ასევე არაფორმალურ განათლებაშიც.
წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ყველა სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს!


რას ამბობენ ჩვენზე