izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
05 სექტემბერი, 2019
„ღამით არ დავიძინე, 12 საათს ველოდებოდი, რომ განახლებული ტესტები შემესრულებინა“ - ის პირველია!

წუხელ გვიანობამდე არ დაიძინა და არც დედა დააძინა, რადგან ღამის 12 საათის შემდეგ, izrune.ge-ს განახლებულ ტესტებს ელოდებოდა. ამიტომაც, თბილისის N71 სკოლის მეორეკლასელმა ლელა ცერცვაძემ 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სავარჯიშო ტესტი პირველმა გაიარა.

დღეს, 5 სექტემბერს, ინოვაციურმა საგანმანათლებლო პორტალმა izrune.ge-მ, ახალი ტექნოლოგიებითა და მიდგომებით,  პროექტში ჩართულ 35 ათასზე მეტ მოსწავლეს და მზრუნველ ოჯახს 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სავარჯიშო ტესტი შესთავაზა. ლელასთან ერთად, განახლებულ ტესტებს მისი უამრავი თანატოლი ელოდებოდა.   

ლელა ცერცვაძე, თბილისის N 71 სკოლის მეორე კლასის მოსწავლე:

„მიყვარს, როცა ამ ტესტებს ვაკეთებ. მთელი ზაფხული ველოდებოდი, როდის განახლდებოდა. ღამით არ დავიძინე, 12 საათს ველოდებოდი და დედიკოც არ დავაძინე. დედა მიკითხავს ხოლმე და მე ვაკეთებ. დღეს დედამ შეცდომა დამაშვებინა და ძალიან ვინერვიულე. ბევრი წიგნი მაქვს და ვკითხულობ. ერთი სული მქონდა, როდის დავიწყებდით ისევ ტესტების გაკეთებას. რატომ აღარ ვაკეთებთ ტესტებს-მეთქი, დედას ვეკითხებოდი!“ 

თეონა მექოშვილი, ლელას დედა:

„იცოდა, რომ განახლებული ტესტები წუხელ, 12 საათის შემდეგ უნდა დადებულიყო და მთელი ღამე არ დამაძინა, არც თვითონ დაიძინა, ვიდრე ტესტები არ გავაკეთეთ. თუმცა, ჩემ გამო შეცდომა დავუშვით და ბევრი იტირა. ტესტები ტელეფონით შევასრულეთ და შეცდომაც ამიტომ მომივიდა, ძალიან ელემენტარულ შეკითხვებზე პასუხს ხელი არასწორად დავაჭირე. თუმცა, არა უშავს, თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ შემდეგ ხუთშაბათს მსგავსი რამ აღარ დაგვემართება.

ლელა მთელი ზაფხული მასწავლებლის დავალებებს ასრულებდა და ცდილობდა, მეტი წაეკითხა. საკითხავი წიგნები თვითონ აირჩია და მათემატიკაშიც იმეცადინა. 

ჩვენი კლასის ყველა მოსწავლეა ჩართული izrune.ge-ში, ძალიან მოგვწონს და გამუდმებით ველოდებით განახლებულ ტესტებს, ყოველ ხუთშაბათს მთელი ოჯახი. პროექტი აძლევს ბავშვებს მოტივაციას, სტიმულს, მეტი ისწავლონ, იკითხონ, მშობლებთან ერთად მეტი ინფორმაცია მოიძიონ, რათა ტესტებს წარმატებით გაართვან თავი. ჩვენ, მთელი ოჯახი, დამრიგებელთან ერთად, აქტიურად ვიყავით ჩართული ამ არაჩვეულებრივ პროექტში და ახალი სასწავლო წლიდან, უფრო მეტი ინტერესით ველოდებით მათგან სიახლეებს, მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, ჩვენი შვილების ასეთი ამაღლებული მოტივაციისა და დაინტერესებისთვის!“

ლედი ელიაშვილი, თბილისის N71 სკოლის  მეორე კლასის დამრიგებელი:

„ვფიქრობ, რომ izrune.ge სწორედ ის პროექტია საგანმანათლებლო სისტემაში, რაც  მომავალ თაობას გასავითარებლად სჭირდება, დამატებით, სკოლასთან და მშობლებთან ერთად თანამშრომლობისთვის.   ჩვენი კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და წელსაც, უკვე ჩავერთეთ პროექტში. izrune.ge-მ გააერთიანა მშობელი, ბავშვი, სკოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მის დამფუძნებლებს და ორგანიზატორებს. სრულად ვართ ჩართული და აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სავარჯიშო ტესტის გაკეთებაში მთელი კლასი. ეს არის საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მომცველი ტესტები, საინტერესო და მრავალფეროვანი.

ამჯერად, „მომავლის კლასის“ ტიტულის ველოდებით. სკოლების ჩამონათვალი კი დაიდო, მაგრამ კლასების ჩამონათვალი ჯერ არ არის ცნობილი და იმედი გვაქვს, ამ ტიტულს დავიმსახურებთ.

გარდა ამისა, ინტერესით ველოდებით საიტის მიერ შემოთავაზებულ სხვა სიახლეებსაც. ჩვენმა სკოლამ მოსწავლეებს ამ ზაფხულს უკვე მისცა  წასაკითხი ლიტერატურა „წიგნიერების დღისთვის“ მოსამზადებლად და ველოდებით ამ დღეს ყოველ მეორე ხუთშაბათს“. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან, ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი იქნება „წიგნიერების დღე“, რომლის კითხვების შედგენაზეც, თბილისის გამორჩეული 77 პედაგოგი, ზაფხულის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, ხოლო ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი, - „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ“, რომლის  კითხვებზეც ქუთაისის სკოლების 78-მა გამორჩეულმა პედაგოგმა იმუშავა.



რას ამბობენ ჩვენზე