izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
27 აგვისტო, 2019
„პროექტის არსი - სკოლის, მშობლის, ოჯახის და მოსწავლის ერთი მიზნით გაერთიანება - მიღწეულია“ - izrune.ge-ს სიახლეებს დუშეთში ელოდებიან

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა izrune.ge-ში მიმდინარე წლის იანვრიდან ჩაერთო და მალევე პორტალის ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული სკოლა გახდა. სექტემბრიდან, ბავშვებზე მზრუნველი izrune.ge, მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად, გზას წარმატებისკენ კვლავაც აქტიურად განაგრძობს და მოსწავლეებს, სავარჯიშო ტესტებთან ერთად, „წიგნიერების დღეს“ და „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღეს - გზა ევროპისკენ“ შესთავაზებს.

დუშეთის  მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის დირექტორი ხვიჩა ხიტალიშვილი:

- ახალ სასწავლო წელს, იმ მასწავლებლების მაგივრად, ვინც ჯილდო აიღო და პენსიაზე გავიდა, რამდენიმე ახალი მასწავლებელი გვეყოლება,  გვაქვს გამოცხადებული ვაკანსიები, ველოდებით კონკურსის დასრულებას. ასევე სექტემბერში, სავარაუდოდ, ჩვენი რამდენიმე მასწავლებელი სტატუსს აიმაღლებს; უკვე მივიღეთ და პირველკლასელებს დავახვედრებთ გაუმჯობესებულ და განახლებულ სასკოლო „ბუქებს“. მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით, შევავსეთ ბიბლიოთეკა თანამედროვე გამოცემებით; განახლებული დახვდებათ რესურსოთახი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს; წელს მთლიანი შენობის რემონტი არ ხერხდება, მაგრამ მეტ-ნაკლებად მოვაწესრიგეთ საკლასო ოთახები.

- თქვენი სკოლა izrune.ge-ში განსაკუთრებული აქტიურობით და წარმატებებით გამოირჩევა...

- ჩვენი სკოლა izrune.ge-ში მეორე სემესტრიდან ჩაერთო, მალევე გავაქტიურდით და მოკლე დროის განმავლობაში, რამდენიმე სერიოზული მიღწევაც გვქონდა. უფრო პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები აქტიურობენ, თუმცა წელს პირველივე სემესტრიდან ვერთვებით და უკეთეს შედეგებზეც გავალთ. გვყავს კლასები, სადაც მოსწავლეთა 80-90 პროცენტია ჩართული. წელსაც ისევ გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას. რაც მთავარია, პროექტის არსი - სკოლის, მშობლის, ოჯახის და მოსწავლის ერთი მიზნით გაერთიანება, ჩვენს სკოლაში მიღწეულია.

ასევე, მივესალმებით izrune.ge-ს ახალ წამოწყებას წიგნიერებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღესთან დაკავშირებით. აქაც აუცილებლად ჩავერთვებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსწავლეები დიდ ინტერესს გამოავლენენ. მე სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვარ და მგონია, რომ საინტერესო შემოთავაზება უნდა იყოს.

დუშეთის  მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელი ნინო მანგოშვილი:

- მოსწავლეთა უმეტესობა ძალიან დაინტერესებულია პროექტით და მოუთმენლად ელოდებიან ყოველი კვირის ბოლოს შეფასებებს. მოსწავლეების მიღებულ დიპლომებს ვბეჭდავთ და წარმატების კედელზე ვაკრავთ, რაც ბავშვებს ძალიან ახალისებს და სიახლის შემეცნების მეტ სტიმულს აძლევს, მეტი ინტერესი უჩნდებათ, წაიკითხონ, უფრო განვითარდნენ, ძალიან საინტერესო პროექტია. შემაჯამებელ ტესტებს სახლში მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ აკეთებენ. არის ზოგიერთი კითხვა, რომელსაც უფროსის დახმარება სჭირდება და გააზრებისთვის ეხმარება მშობელი, თორემ ისე, ძირითადად, თვითონ ართმევენ თავს. ჩემი შვილი მეორე კლასში გადავიდა, ისიც ჩართულია izrune.ge-ში და ვეხმარები იმ შემთხვევაში, თუკი რაღაც გაუჭირდება, ისე კი, ასაკის შესაბამისად არის კითხვები შედგენილი და ბავშვებს არ უძნელდებათ. დარწმუნებული ვარ, წიგნიერებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღეც, ისეთივე საინტერესო იქნება მათთვის, როგორიც izrune.ge-ს ტესტებია.


დუშეთის საგანმამნათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი:

- გვაქვს წინასასკოლო სამზადისი, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რემონტდება სკოლები, ასევე, მიმდინარეობს სველი წერტილების, ე.წ. საპირფარეშოების კეთილმოწყობა. უკვე მივიღეთ პირველკლასელთათვის განახლებული „ბუკები“ და გადავეცით სკოლებს. 240 პირველკლასელი გვყავს წელს მუნიციპალიტეტში, შეიძლება კიდევ დაემატოს. ასევე, დაწყებულია უფასო სახელმძღვანელოების შემოტანის პროცესი და ველოდებით. არის საკმაოდ დიდი ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სკოლების შინაგანაწესში, ასე რომ, ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შევხვდებით.

- დუშეთის მუნიციპალიტეტი izrune.ge-ს ერთ-ერთი გამორჩეული თანამოაზრე და აქტიური მონაწილეა, როგორ ხვდებით პორტალის მიერ შემოთავაზებულ სიახლეებს?

- თემაზე საუბარს უფრო, „ეტალონით“ დავიწყებდი. საკმაოდ დიდი ხანია, ამ პროექტს ახლოს ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ „ეტალონის“ ოჯახის წევრი ვარ. izrune.ge ყველა ბავშვს საშუალებას აძლევს, რომ სიმბოლურ ფასად შეიძინოს განათლება, განვითარდეს, ჩაებას, მეტი ისწავლოს და გაიხაროს მიღწეული წარმატებებით. დავესესხები ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ვიტყვი, რომ ოჯახიდან ყველანი გახარებული ვართ ჩვენი შვილების წარმატებით, ანუ ყოველი თვის ბოლო კვირა დღე ოჯახში არის გამოცხადებული მომავალი თაობის აღზრდის და განათლების, მათზე ზრუნვის დღედ. პროექტში, ფაქტობრივად, ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაა ჩართული.

  



რას ამბობენ ჩვენზე