31 ოქტომბერი, 2017
ბორჯომში №6 საჯარო სკოლაში გარე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში №6 საჯარო სკოლაში გარე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტი მოედნის შემოღობვას, ახალი ხელონური საფარის დაგებას, ფეხბურთის
კარებების განახლებას, სამღებრო სამუშაოებსა და ტრიბუნების მოწყობას
ითვალისწინებდა.
პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
სკოლის მოსწავლეებს განახლებული სპორტული მოედნით სარგებლობა უკვე შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, არსებულ სკოლაში სრულად გარემონტდა შიდა სპორტული დარბაზიც.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის პირდაპირ
დაქვემდებარებაში არ შედის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოხარულია, რომ
მოკრძალებული წვლილი შეაქვს სასწავლო გარემოს გაუჯობესების საქმეში.
ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დაბა ახალდაბის სკოლაში
მთლიანად გამოიცვალა ელ-გაყვანილობის სისტემები, №1 საჯარო სკოლაში კი
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს.