izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
15 ივნისი, 2019
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას - ექიმები გვირჩევენ

მეცნიერების აზრით, არ არსებობს ზუსტი ნორმა, რამდენი წლის ასაკში რამდენი სანტიმეტრი შეიძლება იყოს მოზარდი

ბავშვის მაქსიმალურ სიმაღლე ძირითადად გენეტიკაზეა დამოკიდებული, თუმცა სავსებით შესაძლებელია მაღალ მშობლებს დაბალი შვილი ჰყავდეთ და პირიქით. ეს ძალიან ინდივიდუალურია და გარდა გენეტიკური ფაქტორისა, არსებობს როგორც ხელისშემწყობი, ასევე ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც გარკვეულწილად ბავშვის სიმაღლეში ზრდას განაპირობებს.

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც ბავშვს დაეხმარება, მიაღწიოს მის მაქსიმალურ სიმაღლეს:

მშობელმა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის რაციონში ვიტამინებით მდიდარი საკვები უნდა შეიტანოს.  ეს პროდუქტები შეიძლება იყოს: ხორცი, თევზი, ღვიძლი, ყველი, ხაჭო, რძე, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, (ზოგიერთი ვიტამინი აუცილებელია იყოს ცხიმთან ერთად, რათა ორგანიზმში თავისი ფუნქცია შეასრულოს). ექიმების აზრით, საუკეთესო და ბუნებრივი საშუალებაა სტაფილო, რომლის წვენიც დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს და აუცილებელია მოზარდის ორგანიზმისთვის.

ექიმები გვირჩევენ მოვერიდოთ ნახშირწყლების დიდი რაოდენობით შემცველ პროდუქტებს, რადგან ის ზრდას აფერხებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძილის ფაქტორი, რადგან უმეტესად ზრდის ჰორმონი -სომატოტროპინი სწორედ ძილის დროს გამომუშავდება. მეცნიერები გვირჩევენ ბავშვი ძილის სწორ რეჟიმს შევაჩვიოთ - ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას.

თუ გსურთ ბავშვმა მის მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწიოს, მნიშვნელოვანია დაკავდეს ის შესაბამისი სპორტით. შეიძლება ეს იყოს ცურვა, კალათბურთი და ველოსიპედით სეირნობა. ფიზიკური აქტივობა არის სომატოტროპინის  მასტიმულირებელი ფაქტორი, როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, მათ შორის გაწელვა-გაჭიმვაზე ვარჯიშებით, ეს საშუალებას გვაძლევს სტიმული მივცეთ სომატოტროპინის გამომუშავებას.

ასევე არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც ბავშვის ნორმალურ განვითარებას აფერხებს. როცა ვსაუბრობთ სპორტზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის უარყოფითი შედეგები, რაც არასწორმა სპორტულმა აქტივობებმა შეიძლება გამოიწვიოს.

ექიმები მოზარდებს განტელებით ვარჯიშსა და საკვებზე დანამატების გამოყენებას უკრაძალავენ. კატეგორიულად იკრძალება საკვებზე დანამატები ჩვილ ბავშვებში, რასაც ხშირად იყენებენ მშობლები.

გახსოვდეთ, ზრდის პროცესში უდიდეს როლს ჰორმონული ბალანსი ასრულებს. ამიტომ, მშობლებო, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი ზრდას  ჩამორჩა, მოსალოდნელი პრობლემების პრევენციის მიზნით, ბავშთა ენდოკრინოლოგს დროულად მიმართეთ.



რას ამბობენ ჩვენზე