izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
22 მაისი, 2019
ევროპის ქვეყნები, სადაც უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლა ყველაზე ხელმისაწვდომია

მიუხედავად ევროპული განათლების მიმზიდველობისა, ხშირად სტუდენტები მას ხელმისაწვდომად არ მიიჩნევენ. საქმე ის არის, რომ ტრადიციულად, ევროპის ქვეყნებში სწავლა საკმაოდ ძვირადღირებულად ითვლება. 

არსებობს აბსოლუტურად უფასო განათლება ევროპაში? - არ არსებობს, მაგრამ არის სტიპენდიები და სწავლის დროს მუშაობის საშუალება. ყველაფერი ეს ეხმარება სტუდენტებს გადაიხადონ სწავლის გადასახადი ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებშიც კი.

Izrune.ge  წარმოგიდგენთ ევროპის ქვეყნებს, სადაც განათლება ყველაზე ხელმისაწვდომია.

შვედეთი

შვედეთი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მდიდარი ქვეყანაა. გარდა ამისა, ქვეყანაში განათლება ხელმისაწვდომია. ქვეყნის 35 უნივერსიტეტში 900-ზე მეტი კურსი ინგლისურ ენაზე ისწავლება.

2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ. სამწუხაროდ, 2010-წლიდან ქვეყანაში განათლება ფასიანი გახდა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან. მიუხედავად ამისა, შვედეთში სტუდენტებს საკმაოდ ბევრ სტიპენდიას სთავაზობენ. კერძოდ, შვედეთის რამდენიმე უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას სთავაზობს.

· Lund University 

· Halmstad University

· Uppsala University 

· Stockholm University 

· Stockholm School of Economics 

· Jonkoping University 

გერმანია

2014 წლის ოქტომბრიდან გერმანიის უნივერსიტეტებში ბაკალავრის პროგრამებზე სწავლა უფასო გახდა ყველა სტუდენტისთვის, მათ შორის უცხოელებისთვის. ამასთან, ქვეყნის ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ადმინისტრაციული გადასახადი 50-100 ევროს ოდენობით. 

გერმანიაში ინგლისურ ენაზე ისწავლება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დაახლოებით 900 კურსი სხვადასხვა დარგში - ინჟინერიიდან სოციალურ მეცნიერებებამდე.

გერმანია ინგლისურენოვან განათლებას აქტიურად ავითარებს. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს ინგლისური ენის პოპულარიზაციას ადგილობრივ მცხოვრებლებში, არამედ უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საშუალებას იძლევა. გერმანიაში სიხარულით ხვდებიან სასწავლებლად ჩასულ უცხოელებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს რომელთაც ადგილობრივ კომპანიებში მუშაობა სურთ.

ფინეთი

ფინეთში უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ უფასო განათლება მიიღონ. გარდა ამისა, ადგილობრივი უნივერსიტეტები ინგლისურ ენაზე ბევრი კურსი ისწავლება. ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები კი უცხოელმა სტუდენტებმა დამოუკიდებლად უნდა გადაიხადონ. საშუალოდ, სტუდენტური ცხოვრება ფინეთში თვეში დაახლოებით 500-800 ევრო ჯდება.

ნორვეგია

ნორვეგიაში სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და უნივერსიტეტის კოლეჯებში სწავლა, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი სტუდენტებისთვის, ყველა დონეზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და PhD) უფასოა.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი და კოლეჯი ფასიანია, განსაკუთრებით მაგისტრატურის დონეზე. სტუდენტები ასევე იხდიან ადმინისტრაციულ გადასახადს 300-600 ნორვეგიული კრონის ოდენობით. 

ფასიანია ასევე კერძო უნივერსიტეტების უმეტესობა. მიუხედავად ამისა, სწავლის გადასახადი აქ სხვა ქვეყნებზე დაბალია. გარდა ამისა, უცხოელები ნორვეგიაში სწავლისას იმდენივეს იხდიან, რასაც ადგილობრივი სტუდენტები.

სასწავლო კურსები ჩვეულებრივ, ინგლისურ ენაზეა. ამასთან, განათლების სისტემა ამერიკულს ჰგავს. მაგალითად, ჯგუფში მცირე რაოდენობის სტუდენტი ირიცხება და თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომა არსებობს. 

მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ნორვეგიაში შედარებით იაფია, იმავეს ვერ ვიტყვით ქვეყანაში ცხოვრებაზე. ნორვეგია - ეს არის ქვეყანა, სადაც ცხოვრების მაღალი დონე და შესაბამისი ფასებია ბინაზე, კვებასა და ა.შ.

სლოვენია

სლოვენია განათლების მისაღებად შესანიშნავი ქვეყანაა. გარდა ამისა, ქვეყანა იტალიას და ხორვატიას ესაზღვრება და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.

ქვეყანაში შესაძლებელია უფასო განათლების მიღება ბაკალავრიატის დონეზე. გარდა ამისა, ადგილობრივი უნივერსიტეტები სტუდენტებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს სთავაზობენ: საკვებ ობიექტებში, ტრანსპორტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე.

დღეს, სლოვენია შენგენის ზონაში შედის. ამის ხარჯზე ბოლო წლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. სწავლა აქ ორ ენაზე მიმდინარეობს - სლოვენურ და ინგლისურ ენებზე.

სლოვენიაში ინგლისურ ენაზე დაახლოებით 150 კურსი ისწავლება. მათზე ჩაბარების შემთხვევაში უცხოელ სტუდენტებს მხოლოდ  მცირე სარეგისტრაციო საფასურის გადახდა უწევთ.

მიუხედავად სწავლის ხელმისაწვდომობისა, სლოვენია საერთაშორისო განათლების ბაზარზე ახალბედაა, სწორედ ამიტომ ჯერჯერობით ქვეყნის არცერთი უნივერსიტეტი რეიტინგში - Times Higher Education World University Ranking არ შედის.

ისლანდია

ისლანდიაში უცხოელ სტუდენტებს უფასო განათლების მიღება შეუძლიათ. გარდა ამისა, ისლანდია საოცრად საინტერესო ქვეყანაა. აქ შესაძლებელია უნიკალური ჩრდილოეთის ბუნებით ტკბობა და ადგილობრივი სპეციფიკური სამზარეულოს დაგემოვნება.

ისლანდიაში 7 უნივერსიტეტი მოქმედებს, რომელთაგან 4 -სახელმწიფოა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასოა. ჩაბარებისთვის უცხოელებს რეგისტრაციის საფასურის  100-250 ევროს გადახდა უწევთ.

ქვეყანაში ასევე ხელმისაწვდომია სხვადასხვაგვარი სტიპენდიები. ისლანდიის უნივერსიტეტი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უცხოელებს, რომლებიც ისლანდიის ისტორიას, ლიტერატურასა და ენას შეისწავლიან სტიპენდიას სთავაზობს. გარდა ამისა, იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სტიპენდია ვერ აიღეს, ფონდი - Icelandic Student Loan Fund ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ზოგიერთი ისლანდიური სასწავლო დაწესებულება სხვადასხვა ბანკთან, ორგანიზაციასა და კომპანიასთან თანამშრომლობს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ფასდაკლება ან დასაქმდნენ. ისლანდიაში ყველა სტუდენტს ფასდაკლების ბარათს ურიგებენ, ევროპაში მოგზაურობაზე, სატელეფონო ზარებსა და ა.შ.



რას ამბობენ ჩვენზე