izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
24 მარტი, 2019
ზამთარში უქუდოდ სიარული და კაფეში ყვირილი: რის უფლებას აძლევენ ბავშვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ზამთარში უქუდოდ სიარული, ჯარიმა სკოლის გაცდენისთვის და ყვირილი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში - Izrune.ge მოგითხრობთ რის უფლებას აძლევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მშობლები შვილებს და რით განსხვავდება ჩვენი აღზრდის მეთოდები მათგან.


ინგლისში ბავშვებს ძალიან მსუბუქად აცმევენ

დეკემბრის დასაწყისში ლონდონის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ბავშვს, რომელსაც საშემოდგომო ქურთუკი და მოკლე შარვალი აცვია. ამასთან მასთან თბილად ჩაცმული მშობლები იქნებიან. სავარაუდოდ, ადგილობრივები თვლიან, რომ ასეთი სახით ბავშვს აკაჟებენ: ყოველ შემთხვევაში, ისინი ნამდვილად იშვიათად ავადმყოფობენ.

ასევე ინგლისელ ბავშვებს ძალიან უყვართ ქვის იატაკზე ან ასფალტზე ჯდომა, ყველგან რბილი სათამაშოებით დადიან და დასაძინებლად ადრე წვებიან. ამასთან, მათ დღე ფაქტობრივად არ სძინავთ.

ინგლისის პატარა მცხოვრებლებს საშინაო დავალებით არ ტვირთავენ, ავტობუსებში კი მათ არასდროს სთხოვენ უფროსებს ადგილი დაუთმონ, ისინი ხომ ბავშვები არიან. 

გერმანიაში ბავშვები საკმაოდ დამოუკიდებლები არიან

მაგალითად, თუ ბავშვმა დილიდან გადაწყვიტა, რომ სკოლაში ადამიანი ობობას პიჟამაში წასვლა უნდა, მის გადარწმუნებას არავინ შეეცდება.

რაც შეეხება სკოლის გაცდენას, აქ ყველაფერი ძალიან მკაცრად არის. გაკვეთილების გაცდენის ერთადერთი შესაძლო მიზეზი - მაღალი ტემპერატურაა, სხვა დანარჩენ შემთხვევებში ბავშვის გაცდენისთვის შესაძლოა მშობელი დაჯარიმდეს, განსაკუთრებით თუ გაცდენა ხანგრძლივ არდადეგებს მიება. 

ისლანდიაში მშობლებმა შესაძლოა ბავშვი მაღაზიის წინ ეტლში დატოვონ

ისლანდიაში ბავშვები 6-7 წლიდან საკუთარ თავს ეკუთვნიან. ამ ასაკში მათ ქუჩაში თავისუფლად უშვებენ, ჩვილები, კი სუფთა ჰაერი რომ ისუნთქონ, შესაძლოა მაღაზიის წინ ეტლში დატოვონ. 

სავარაუდოდ ეს იმიტომ ხდება, რომ, დანაშაულის დონე ისლანდიაში ფაქტობრივად ნულის ტოლია და მშობლებს უბრალოდ არაფრის ეშინიათ.

ასევე ამ ქვეყანაში მოზარდები თითქმის არ ეწევიან და ალკოჰოლს არ მოიხმარენ, მართალია, სულ რაღაც 25-30 წლის წინ ისლანდია ახალგაზრდებში აკრძალული ნივთიერებების მოხმარებით ევროპული ქვეყნების რეიტინგს ლიდერობდა.

დამღუპველი ჩვევების აღმოსაფხვრელად, სახელმწიფომ ბავშვებს სპორტის საყვარელი სახეობაში ან ხელოვნებაში კვირაში დამატებით სამი გაკვეთილი შესთავაზა. ექსპერიმენტი სულ სამი თვე გრძელდებოდა, მაგრამ შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა მასზე უარი არ თქვეს.

იმ მოზარდების რაოდენობა, რომლებიც ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა 48%-დან 3%-მდე შემცირდა, მწეველების კი - 23%-დან 3%-მდე.

მექსიკაში, როდესაც ბავშვს ეჩხუბებიან, მას ეკრძალება რაიმეს თქმა გარდა ფრაზისა - „კი, რა თქმა უნდა“

ამ ქვეყენაში ზოგადად თაობებს შორის ურთიერთობებში მკაცრი წესები არსებობს. აქ, მაგალითად, ბავშვისთვის არ შეიძლება უფროსებისთვის საუბრის გაწყვეტა, ან ლაპარაკში ჩართვა, თუ მას სპეციალურად არ დაუძახეს.

ნებისმიერ კრიტიკას ბავშვი ვალდებულია უპასუხოს -  „კი, რა თქმა უნდა“. შეწინააღმდეგება - აკრძალულია.

პერიოდულად მექსიკელები ოჯახურ კრებას აწყობენ - იქ კი ბავშვებს სრული უფლება აქვთ საკუთარი აზრი გამოთქვან ყველაფერზე. ზრდასრულები მათთან ბჭობენ და ექცევიან როგორც სრულუფლებიან ოჯახის წევრს.

ასევე მექსიკაში უცნაურობად ითვლება სახლში მისვლისას ფეხსაცმლის გამოცვლა. როგორც ბავშვები ისე უფროსები სახლში ქუჩის ფეხსაცმლით დადიან. საშინაო ფეხსაცმელი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მათ მოხერხებულობის გამო ყიდულობენ და არა ჰიგიენის მიზნით. 

ესპანეთში ბავშვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყვირილის უფლება აქვთ

თუ ოდესმე ბარსელონაში ყოფილხართ, სავარაუდოდ მიაქცევდით ყურადღებას, როგორ ხმაურობენ ესპანელები კაფეში ან ქუჩებში. ბავშვებს ისინი იმავეს უფლებას აძლევენ - გამოხატონ საკუთარი ემოციები როგორც უნდათ.

ბავშვებს აქ რაც მოუნდებათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ: ხშირ შემთხვევაში ესპანელები მშობლები გვიან ხდებიან და ამიტომ შვილების განებივრება უყვართ.

ბავშვები ყველგან დაჰყავთ - საღამოს ღონისძიებებზეც კი.

აშშ-ში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ქუჩაში ზრდასრულების გარეშე გამოსვლა აკრძალულია

კანონით ამერიკის ზოგიერთ შტატებში ბავშვებს 7 წლამდე ქუჩაში უფროსების თანხლების გარეშე გამოსვლა ეკრძალებათ.

სხვა მხრივ ბავშვების აღზრდისადმი მიდგომა ევროპულისგან დიდად არ განსხვავდება.

ისევე როგორც ინგლისში, აქ პირველ თოვლამდე ბავშვები მსუბუქად ჩაცმული დადიან, გაზიანი სასმელის დალევის უფლებას კი 2-3 წლიდან აძლევენ.

ბავშვებს უკრძალავენ უცხოებთან საუბარს, მაგრამ სთხოვენ, რომ მეზობლებს ეკონტაქტონ.

ამერიკაში ბებიებისა და ბაბუების დახმარების იმედად ყოფნა მიღებული არ არის. ბავშვთან ბებია არ დაჯდება, ამასთან ისინი ათასობით კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ, ასე რომ შვილიშვილებთან შეხვედრა წელიწადში 1-2 ჯერ უწევთ. 



რას ამბობენ ჩვენზე