მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
სამასწავლებლო სკოლის შენობაში ერთერთი ყველაზე საინტერესო და აქტიური ადგილია, სივრცეა, სადაც ჩვენი საყვარელი პედაგოგები იკრიბებიან და მრავალ საკითხზე საუბრობენ.
Izrune.ge-მ გამოჰყო 4 თემა, რომელთა განხილვაც სამასწავლებლოს კედლებს ყველაზე ხშირად ესმით:
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება - პედაგოგებს ეამაყებათ ბეჯითი მოსწავლეები და ბრაზობენ, როდესაც ბავშვები ზარმაცობენ. შესაბამისად, ემოციებს კოლეგებს უზიარებენ და მიღწეული წარმატებისა თუ მარცხის შესახებ ყვებიან.
მოსწავლეთა ყოფაქცევა - ალბათ, სამასწავლებლოში ყველაზე ხშირად გაისმის ხოლმე ცელქი და დაუმორჩილებელი ბავშვების სახელები. შემდეგ პედაგოგები მსჯელობითა და ერთობლივი ძალებით ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას.
პროფესიული მიღწევები - მიუხედავად კოლეგიალურობისა, სამასწავლებლოში ჯანსაღი კონკურენციის ადგილი ყოველთვის რჩება. პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლებით, გრანტების მოპოვებითა თუ სხვა მიღწევებით ხშირად იწონებენ თავს.
სასკოლო საზოგადოების წევრთა „კლასგარეშე“ცხოვრება - ეს ის თემაა, რომელიც ყველას აინტერესებს. პედაგოგები განიხილავენ კოლეგების, მოსწავლეებისა თუ მათი მშობლების პირად ურთიერთობებს, სამსახურს, ქცევასა და ჩაცმულობასაც კი.