მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
გასულ კვირას, Etaloni.ge გამოქვეყნებულ მასალას - „17 წიგნი, რომლებიც მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ წაკითხული“ - ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა პედაგოგმა მოგვწერა და სიას თავიანთი წაკითხული წიგნებიც შემატეს, რომელიც მათი აზრით, პედაგოგებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წაკითხული.
გაგაცნობთ ქართველი მასწავლებლების არჩევანს. სიაში არ ვწერთ ისეთ გენიალურ ქართველ მწერლებს, როგორებიც არიან ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შოთა რუსთაველი და სხვა კიდევ უამრავი გენიოსი, რადგან მიგვაჩნია, რომ მათი ნაწარმოებები პროფესიის მიუხედავად, ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს წაკითხული.
1. რ.ჯ. პალაციო - „საოცრება“
2. დანიელ პენაკი - „რომანივით საკითხავი“
3. დანიელ პენაკი- „სკოლის სევდა“
4. სტენდალი - „წითელი და შავი“
5. ერიხ მარია რემარკი - „სამი მეგობარი“
6. ფრანსუა მორიაკი - „პატარა მაიმუნი“
7. ჯ. რ. რ. ტოლკინი - „ბეჭდების მბრძანებელი“
8. ეგზიუპერი - „პატარა უფლისწული“
9. თომას მანი - „ჯადოსნური მთა“
10. ჰერმან ჰესე - „თამაში მარგალიტებით რიოში“
11. რიუნოსკე აკუტაგავა - „უსიერ ტყეში”
12. ერლ სტენლი გარდნერი - „ცალთვალა მოწმის ჩვენება“
13. რედიარდ კიპლინგი - „მაუგლი“
14. სიდნეი შელდონი – „უცნობი სარკეში“
15. ჯონ გოლზუორთი - „ფორსაიტების საგა“
16. ვაშინგტონ ირვინგი - „ლეგენდა მძინარე ხეობაზე“
17. სერ არტურ კონან დოილი - „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“
18. ლუის კეროლი - „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“
19. თეოდორ დოსტოევსკი - „იდიოტი“
20. იორჰან ფამუქი - ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები
პ.ს. რა თქმა უნდა, ეს არასრული სიაა, რომელსაც დაუსრულებლად შეგვიძლია ვამატოთ კიდევ ახალი ნაწარმოებები...