izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
03 თებერვალი, 2019
ცნობილი მასწავლებლები და მოსწავლეები ჩვენი და მსოფლიო ისტორიიდან

მასწავლებლობა რთული პროფესიაა. ასწავლო და აღზარდო სხვა ადამიანი დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც შემდგომ დაფასება და პატივისცემა სჭირდება. მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრ პედაგოგს აღმოვაჩენთ, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღესაც აქტუალურები არიან, მათი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა კი უკვე ჩვენი ისტორიის ნაწილია. 

ამჯერად ცნობილი პედაგოგებისა და მათი ცნობილი მოსწავლეების შესახებ მოგითხრობთ, რომლებსაც ერთად მოვუყარეთ თავი. 

სოკრატე  და პლატონი - ბერძენი სატირიკოსის, სოკრატეს შესახებ პირდაპირი ისტორიული წყაროები არ გაგვაჩნია. თუ მას ოდესმე რამე დაუწერია, ჩვენამდე არ მოუღწევია და მასზე ჩვენი წარმოდგენები ძირითადად მეორეულ წყაროებს ეყრდნობა. ერთ-ერთი ასეთი წყაროს ავტორი მისი მოსწავლე და თანამოაზრე, ასევე ბერძენი ფილოსოფოსი, პლატონია. „ფილოსოფიური დიალოგების“ ავტორი სოკრატეს მოსწავლე ახალგაზრდობაშივე გახდა. პლატონი თავის წერილებში აღნიშნავს, რომ ის საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს დაესწრო და ამან მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ პლატონს გადააწყვეტინა თავისი ადრეული ნამუშევრები მისთვის მიეძღვნა და მასზე მოგონებების წერას შეუდგა. პლატონის „დიალოგების“ მთავარი პერსონაჟი სოკრატეა, თუმცა ამ ნაშრომში რომელი ნაწილი ეკუთვნის პლატონს და რომელი სოკრატეს, დიდი კამათის საგანია. მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ პლატონი მასწავლებლის დიდ გავლენას განიცდიდა და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს. 



პლატონი და არისტოტელე - სოკრატეს სიკვდილის შემდეგ პლატონმა ცოდნის გასაღრმავებლად იტალიაში, ეგვიპტესა და სიცილიაში იმოგზაურა. სამშობლოში დაბრუნებისას მან ათენში, აკადემოსის ჭალაში, დასავლურ სამყაროში დღემდე ცნობილი ორგანიზებული სკოლა, ათენის აკადემია დააარსა. აკადემია 529 წლამდე ფუნქციონირებდა, სანამ იუსტინიანე I ბიზანტიელმა არ დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ათენის აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის იყო არისტოტელეც. 



არისტოტელე და ალექსანდრე მაკედონელი - არისტოტელე პლატონთან და სოკრატესთან ერთად თანამედროვე ფილოსოფიის დასავლური სკოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დამფუძნებელია. ის 18 წლის იყო, როცა ათენის აკადემიაში მივიდა სასწავლებლად და თითქმის 20 წლის მანძილზე დარჩა სკოლაში. აკადემიიდან წასვლის შემდგომ არისტოტელე დიდხანს მოგზაურობდა და სხვადასხვა საგანი შეისწავლა. ძვ.წ 343 წელს ის ფილიპე მეორემ, თავის შვილის, ალექსანდრეს აღმზრდელად მიიწვია. არისტოტელე მაკედონიის სამეფო აკადემიის უფროსად დანიშნეს. ამ დროის განმავლობაში ის არა მარტო ალექსანდრეს, არამედ ორ სხვა მომავალ მეფესაც: პტოლემეს და კასანდრეს ასწავლიდა. ისტორიული ცნობების მიხედვით, სწორედ არისტოტელემ წაახალისა ალექსანდრე აღმოსავლური დაპყრობებისკენ. იმ დროისთვის არისტოტელემ შეისწავლა თითქმის ყველა დარგი და დისციპლინა, ამიტომ ის სამართლიანად მიიჩნევა, რომ იყო პიროვნება, რომელმაც იცოდა ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს სცოდნოდა თავისი თანამედროვე მეცნიერების შესახებ. 



გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი - დავით IV აღმაშენებლის აღმზრდელი და მასწავლებელი, XI საუკუნის პირველ ნახევარში დაიბადა. როგორც ვარაუდობენ, გიორგი სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. ისტორიული ცნობები მოგვითხრობენ, რომ გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახობით დაიბრუნეს ქართველებმა თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს რუსთავი, რასაც უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა დავით მეფემ ქვეყნის ცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით შემოიღო. ის მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სახელმწიფოში, რომლის ხელშიც, როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება იყო თავმოყრილი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელად დავითმა თავისი ერთგული თანამებრძოლი და აღმზრდელი განაწესა. გიორგი მეფის ყველა წამოწყების თანამონაწილე იყო. მატიანეს ცნობით, მეფე არა მარტო აფასებდა გიორგი ჭყონდიდელს, არამედ ყველაზე დიდ დასაყრდენად მიიჩნევდა. იგი თან ახლდა დავითს ჩრდილო კავკასიაში, ყივჩაღთა გადმოყვანისას, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მეფემ საკუთარ მამასავით იგლოვა გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში. 



სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ მეექვსე - „სიბრძნე-სიცრუისას“ და „სიტყვის კონას“ ავტორი, ქართველი მეცნიერი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი მრავალმხრივი ნიჭისა და განათლების მქონე პიროვნება იყო. მან კარგი ცოდნა მიიღო, როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. სულხან-საბა შთამომავლობით დიდგვაროვანთა ოჯახს მიეკუთვნებოდა და სამეფო კარზე ბავშვობიდანვე იცნობდნენ. ის ახალგაზრდა იყო, როცა  სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში ჩაება და სწორედ ამიტომ მას დაევალა უფლისწული ვახტანგის აღზრდა. მან ამ საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი, ხოლო ვახტანგ VI-ის კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა ცხადყოფს, რომ სულხანმა ეს დავალება პირნათლად შეასრულა, რითაც კიდევ უფრო მეტი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა. ორბელიანი არა მარტო პირადად ასწავლიდა ვახტანგს, არამედ ხელმძღვანელობდა კიდეც მის აღზრდა-განათლებასა და შეძლებისდაგვარად, ყოველი დისციპლინის შესწავლას თვალს ადევნებდა. მისი ყურადღების გარეშე არ დარჩენილა ისეთი დარგიც კი, როგორიცაა ასტრონომია (ჩვენამდე მოაღწია ვახტანგისათვის განკუთვნილმა კოსმოგრაფიის სახელმძღვანელომ აღმზრდელის მინაწერებით, შენიშვნებითა და განმარტებებით). ალბათ, ამიტომაც იყო გამორჩეული ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა, რომლის დროსაც საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინება დაიწყო. ვახტანგ VI თავის აღმზრდელთან და ანტონ I კათალიკოსთან ერთად ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად მიიჩნევა. 



რას ამბობენ ჩვენზე