X

მოგესალმებათ izrune.ge- გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge- იდეა გაჩნდაეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს, ასევე თემატურ ოლიმპიადებს.

თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია შესრულებული ტესტების შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირასშვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

სავარჯიშო ტესტებ თემატურად განსხვავებულია, მათ შორისაა ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კიშემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ) გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელებში გაზიარებას


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ) და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით

1.        გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2.        გადახდა საბანკო გადარიცხვით
მიმღები ბანკი: . "თიბისი ბანკი"
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
ბანკის კოდი: TBCBGE22
/: 404561979

3.        გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

4.        გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.



განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge- თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

იმისათვის, რომ სრულად ისარგებლოთ izrune.ge- მრავალფეროვანი ბენეფიტებით, გყავდეთ თქვენს შვილზე მზრუნველი განათლების პირადი მენეჯერი, სასურველია გაააქტიუროთ ინდივიდუალური ან პრემიუმ-ინდივიდუალური პაკეტი.

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge- გუნდი.

როგორ დავაწყნაროთ ხმაურიანი კლასი - 11 ოქროს წესი მასწავლებლებისთვის

როგორ დავაწყნაროთ ხმაურიანი კლასი? როგორ ჩავატაროთ გაკვეთილი, თუ კლასი გამუდმებით მოუსვენარია? რატომ ესმით მოსწავლეებს ზოგი მასწავლებლის ჩურჩულიც კი, სხვებს კი ხმის იოგების დაძაბვა უწევთ? - ასეთ კითხვებს ახალგაზრდა მასწავლებლები ხშირად სვამენ...

გთავაზობთ კლასის დამშვიდების ხერხებს, რომლებიც ნამდვილად მუშაობს:

წესი 1.

თუ თქვენ ახალგაზრდა მასწავლებელი ხართ და მხოლოდ ახლა იწყებთ მუშაობას, ხელიდან არ გაუშვათ ეს მომენტი! სწორედ პირველი გაკვეთილი განსაზღვრავს თქვენს სტილს მთელი დარჩენილი დროის მანძილზე. რა ქმნის კლასში ხმაურს? ადგილიდან წამოყვირება, გარკვეული მოსწავლის ცუდი ყოფაქცევა, რომელიც ახალი მასწავლებლის ნერვებს ცდის, დასმულ კითხვებზე ერთდროული პასუხები, პედაგოგისთვის ყურის არ დაგდება. ეს არის პრობლემები, რომელთაც სამუშაოს პირველი დღიდან უნდა ებრძოლოთ. შეეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ ადგილიდან ნაპასუხებს,  ჩაეკითხეთ მხოლოდ მას, ვინც ხელს წევს და დისციპლინის წესებს იცავს. არ დაუშვათ მრავალხმიანობა. მეთოდურად და თანმიმდევრულად ასწავლეთ ბავშვებს ცხარე კამათშიც კი ბოლომდე მოუსმინონ ოპონენტების აზრს და დაიცვან გაკვეთილზე ქცევის წესები.


წესი 2.

შეეცადეთ კლასს დაუმეგობრდეთ. არ ღირს მუშაობის მუქარით მაგალითად - „მშობლებს დავიბარებ“ დაწყება. პირველ გაკვეთილზე მიიტანეთ თაბახი და ფერადი მარკერები. შესთავაზეთ მოსწავლეებს გაკვეთილზე ქცევის წესები თავად შეადგინონ. მაგალითად, „არ გამოიყენონ ტელეფონი“, „არ იარონ კლასში“ და ა.შ. მთავარია, რომ ყველა წესი თავად ბავშვებმა მოიფიქრონ და არა მასწავლებელმა. 

პირველი, ამით მოსწავლეებს გააგებინებთ, რომ მათ ენდობით. მეორეც, მოსწავლეები შეეცდებიან დამოუკიდებლად მოფიქრებული წესები არ დაარღვიონ. დაკიდეთ თაბახი კედელზე. თუ რომელიმე წესი თქვენ გეხებათ (მაგალითად ჩაატაროთ გაკვეთილი საინტერესოდ) აუცილებლად შეასრულეთ. 

იყავით თანმიმდევრული: შეჰპირდით ნიშნის დაწერას - დაუწერეთ, შეჰპირდით პლანეტარიუმში წაყვანას - წაიყვანეთ. არ დაჰპირდეთ იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ. 

წესი 3.

ხმაურიან კლასში მთავარია წესრიგის დამრღვევი იპოვოთ და მასთან მიდგომის გზა მოძებნოთ. ასეთ მოსწავლესთან ცალკე გასაუბრება სცადეთ, მოუსმინეთ მის თხოვნებს, სურვილებს, შესაძლოა, ამან თქვენი შემდგომი ქმედება გიკარნახოთ. 

წესი 4.

შეეცადეთ ყველაზე აქტიური წესრიგის დამრღვევები გაკვეთილზე შემოქმედებითი საქმით დატვირთოთ. მიმართეთ მისი ენერგია შემოქმედებითი კუთხით.


წესი 5.

ჩაატარეთ გაკვეთილი საინტერესოდ! მოძებნეთ რაღაც ხრიკი, რომელიც მოსწავლეთა ყურადღებას უეჭველი მიიპყრობს.

იგივე ეხება გაკვეთილის დანარჩენ ეტაპებსაც - აქტიურად გამოიყენეთ თამაშით სწავლება, დანერგეთ ახალი ტექნოლოგიები, გამოიყენეთ მულტიმედიური სასწავლო რესურსები. გადაინახეთ რამდენიმე თამაში, როგორც კი შეამჩნევთ, რომ კლასს ყურადღება ეფანტება თამაში შესთავაზეთ.  რაც უფრო დინამიური იქნება გაკვეთილი, მით უფრო ცოტა დრო დარჩებათ მოსწავლეებს „ქაოსის შესაქმნელად“. 

წესი 6.

თითოეული თემა თანამედროვე ცხოვრებას დაუკავშირეთ. რაც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ ახალი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ ბავშვების ყურადღება მიიპყროთ.

წესი 7.

ხდება ისეც, რომ კლასი ბუნებით ხმაურიანია. ჩვეულებრივ ეს ხდება, თუ კლასში ერთდროულად რამდენიმე ლიდერია, ან ქცევის ასეთი მანერა აღნიშნული კოლექტივისთვის ჩვევად იქცა. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ხრიკები დაგეხმარებათ. 

შესთავაზეთ შეასრულონ რაიმე დავალება დამოუკიდებლად, ან დაასაქმეთ მოსწავლეები რთული თავსატეხით, უჩვეულო დავალებით.

ხმაურიანი კოლექტივი მარტივად დაწყნარდება, თუ მას შევთავაზებთ რაიმეს გაკეთებას დახუჭული თვალებით (დახატოს ფიგურა, დაწეროს სიტყვა და ა.შ.) ან უბრალოდ დაჯდეს და გარკვეულ სიგნალამდე თვალები დახუჭოს. 2-3 წუთიანი სიჩუმეც კი ბავშვებს დაეხმარება მოდუნდნენ და სამუშაო განწყობაზე დადგნენ.


წესი 8.

თუ საგანი ჰუმანიტარულია - სცადეთ გარემოს შეცვლა. ჩაატარეთ გაკვეთილი მაგალითად, სუფთა ჰაერზე, მუზეუმში ან სააქტო დარბაზში. 

წესი 9.

შესაძლებელია ქულების დაგროვების სისტემის გამოყენება. ამ შემთხვევაში ნიშანი ისმის არა ეგრევე პასუხისას და არა მხოლოდ გაკვეთილის ბოლოს: შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე გროვდება. 

მაგალითად, საშინაო დავალების სწორად შესრულებისთვის - 3 ქულა, ადგილიდან სამი სწორი პასუხის გაცემისთვის ასევე 3 ქულა, დაფასთან სწორი პასუხისთვის კიდევ 4 ქულა. ვარიანტი ბევრია. ეს კლასის შრომიუნარიანობას გაზრდის და ხმაურისთვის დრო აღარ დარჩება. შესაძლებელია საჯარიმო ქულების დაწესებაც - მაგალითად, ცუდი ყოფაქცევისთვის.


წესი 10.

არასდროს იყვიროთ. ყვირილი უარყოფით და მტრულ დამოკიდებულებას იწვევს. თავად მოგწონთ, როდესაც თქვენთან ხმას უწევენ?

წესი 11.

გიყვარდეთ თქვენი საგანი. თუ თემას აზარტით ყვებით, საინტერესო ფაქტები მოგყავთ, ყოველთვის მზად ხართ გაკვეთილისთვის, მასალის გამრავალფეროვნებას ცდილობთ, იგონებთ არასტანდარტულ დავალებებს და ა.შ საგნის სიყვარული ბავშვებსაც გადაედებათ.