izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
19 დეკემბერი, 2018
რჩეული დამრიგებელი 71-ე სკოლიდან
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  etaloni.ge-სა და  izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსის - „ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ გამარჯვებულები და რჩეულები გამოვლინდნენ. პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ  4 ათასი მოწონება მოიპოვა.   3,5 ათასი მოწონება დააგროვა ამავე სკოლის I კლასის დამრიგებლის, ლედი ელიაშვილის  ფოტომ.

ამჯერად საკუთარი ემოციები დაწყებითი კლასის პედაგოგმა  მშობლებთან ერთად გაგვიზიარა.

ლედი ელიაშვილი, I კლასის დამრიგებლი:

„ამ კონკურსის შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგეთ. მშობლებისა და ბავშვების თხოვნით მივიღე მონაწილეობა. ასეთი სახის შეჯიბრებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაღლდება როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლების მოტივაცია. თბილისის 71-ე საჯარო სკოლიდან ორი დამრიგებელი დავჯიდლოვდით და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო etaloni.ge-სა და izrune.ge-ს ამ შესანიშნავი კონკურსოს ჩატარებისთვის. ბავშვები ყიჟინით შემხვდნენ, მივიღე უამრავი მისალოცი წერილი და გულთბილი ჩახუტება მოსწავლეებისგან და მშობლებისგან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები. მიმაჩნია, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში izrune.ge ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა, რადგან სკოლის გარდა  ბავშვების აღზრდა- განათლების საკითხში მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები.“



ნათია სვიმონიშვილი, 71-ე საჯარო სკოლის პირველი კლაისის მოსწავლის მარიამ ბურჯალიანის მშობელი:

„ყვავილები მივართვით და  ეს წარმატება ჩემი შვილის დამრიგებელს ამ ფორმით მივულოცეთ. ნამდვილად გამიმართლა ჩემი შვილი თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში რომ მივიყვანე. ამ სკოლას ძალიან მაღვალკვალიფიციური პედაგოგები და ადმინისტრაცია ჰყავს. სკოლა მუდმივად ზრუნავს პედაგოგების პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე. როდესაც ქალბატონი ლედი გავიცანი ემოციებით დახუნძლული წამოვედი სახლში. ის გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით: არის ძალიან ჰუმანური, კომუნიკაბელური, აქტიური მაღალი პასუხისმგებლობისა და იდეალების მქონე პედაგოგი. კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, აქვს ეფექტური კომუნიკაცია, შეუძლია სტრესულ გარემოში მუშაობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა. მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ჩემი შვილის მასწავლებლის პროფესიული თუ ადამიანური უნარ-ჩვევებით. ჩემი შვილის თვალებში ყოველთვის ვკითხულობ თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ბავშვებთან. ქალბატონ ლედის შეუძლია თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენა. სასწავლო პროცესს საინტერესოდ წარმართავს , რადგან თამაშ-თამაშით ასწავლის ბავშვებს და მიმაჩნია რომ 21-ე საუკუნის თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. ქალბატონი ლედი ოროიენტირებულია პროფესიულ ზრდაზე და ვიცი, რომ ჩემი შვილი საიმედო ადამიანის ხელშია. დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნისთვის სამაგალითო მანდილოსნებსა და ვაჟკაცებს აღზრდის. izrune.ge-ს პროგრამაში სექტემბრიდან ჩავერთეთ ძალიან მოგვწონს ამ საგანმანათლებლო ვებ-გვერდის პროგრამა. ქალბატონი ლედიც მუდმივად ყურადღებას იჩენს და გვახსენებს, რომ სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტები არ გამოგვრჩეს.“

მაია გიგაური, 71-ე საჯარო სკოლის პირველი კლაისის მოსწავლის ანი მეგრელიშვილის მშობელი:

„როდესაც ქალბატონი ლედის წარმატება გავიგეთ ყველას ძალიან გაგვიხარდა. სამაგალითო პედაგოგია და ვფიქრობ, რომ ღირსეულად გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ წარმატებას.  ვუსურვებ, რომ იყოს მუდამ ასეთი პოზიტიური, მხიარული და ენერგიული. ქალბატონი ლედი იმდენად საინტერესოდ წარმართავს საგაკვეთილო პროცესს, რომ ბავშვი სიხარულით მირბის სკოლაში. მინდა გითხრათ, რომ ჩემს შვილს izrune.ge ძალიან უყვარს მოუთმენლად ელოდება ყოველ ხუთშაბათს და ყოველთვის სკოლაში წასვლამდე აკეთებს ტესტებს. სანამ იზრუნეზე დავარეგისტრირებდი ბავშვი  ჩაკეტილი იყო და ვერ ამჟღავნებდა იმ ცოდნას რაც ჰქონდა, ახლა უფრო გახსნილია და სავარჯიშოებს ონლაინ რეჟიმში უფრო თავისუფლად აკეთებს. “




რას ამბობენ ჩვენზე