izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
17 სექტემბერი, 2018
უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე -საინტერესო მოსაზრებები

 რა უნდა იცოდეს პირველკლასელმა სკოლაში მისვლამდე, ეს საკითხი მსოფლიოს  ბევრ ქვეყანაში აქტუალურია. მშობლების უმეტესობა დღეს ბავშვს სკოლაში მისვლამდე ასწავლის  წერა-კითხვას, ანგარიშს და ზოგ  შემთხვევაში უცხო ენასაც კი. თუმცა ბევრი მათგანი არ ფიქრობს  კარგია თუ არა ეს ქმედება ბავშვებისთვის და როგორ აისახება შემდგომში მათ სასწავლო პროცესზე. გავიგოთ  რას ურჩევენ მშობლებს მასწავლებლები და ფსიქოლოგები.

ბელა გობეჯიშვილი პედაგოგი:

,,მიზანშეწონილად არ მიმაჩნია სკოლამდელი ასაკის ბავშვმა იცოდეს წერა-კითხვა, რადგან ასეთი ბავშვები სწავლისადმი ინტერესს კარგავენ. ბავშვი საბავშვო ბაღში ისედაც იღებს  იმ განათლებას,რომელიც  სკოლაში მისვლისთვის სჭირდება,ამიტომ  ვფიქრობ მშობელმა წინასწარ არ უნდა ასწავლოს სასწავლო პროგრამა ბავშვს ,რადგან  მოსწავლეები  არათანაბარ პირობებში არ აღმოჩნდნენ. მოსწავლეები, რომლებიც წინასწარ ფლობენ საპროგრამო მასალას, გაკვეთილზე აღარ უსმენენ პედაგოგს და არ იციან რითი გაიყვანონ  დრო, ეს ყველაფერი კი საგაკვეთილო პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის ხელისშემშლელია.’’


ფსიქოთერაპევტი სალომე საბიაშვილი :

,,ფსიქოლოგების და მასწავლებლების დიდი ნაწილი ვთანხმდებით, რომ უმჯობესია სასკოლო პროგრამა ბავშვმა წინასწარ არ იცოდეს, რადგან ხშირად ეს სწავლის პროცესისთვისაა ხელისშემშლელი. ასეთი ბავშვები ხშირად სწავლისადმი კარგავენ ინტერესს.

ბავშვი თუ გამოხატავს სურვილს წეროს, ასოები შეისწავლოს, უცხო სიტყვები დაისწავლოს, ხელი ნამდვილად არ უნდა შევუშალოთ.  

 სასწავლო პროგრამის წინასწარ ცოდნა არ არის აუცილებელი, თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალ სკოლის მოსწავლეს გარკვეული ცოდნა და უნარები არ სჭირდება. რა თქმა უნდა, სჭირდება!

უმჯობესია მშობლებმა ბავშვის განვითარებაზე  იზრუნონ და არა მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების დროზე ადრე გაუმჯობესებაზე. ბავშვის განვითარებაში ვგულისხმობ მის ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ, შემეცნებით, მეტყველებისა და ენის განვითარებას.

რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს- დადებითი მხარეებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ბავშვის თავდაჯერებულობა, რომელიც წინასწარი ცოდნითაა გამოწვეული.  სასწავლო პროცესის დასაწყისში უფრო ლაღია და აქტიური.

უარყოფითი მხარეები კი ბევრად მეტია: სწავლის დაწყებიდან მალევე ბავშვი ხვდება რომ ახსნილი მასალიდან მისთვის ახალი არაფერია, შედეგად სასწავლო პროცესისადმი ინტერესი ეკარგება,  აღარ არის ისეთი მოტივირებული და მონდომებული, - ზარმაცდება!  ასეთი ბავშვისთვის სკოლა რაღაც ახალისა და საინტერესოს შეცნობის წყარო ნაკლებად ხდება.

სკოლამდე აუცილებელია ბავშვის ბაღში მიყვანა. პირველი მიკროსოციუმი, რომელსაც ბავშვი ოჯახის მერე ხვდება, ბაღი უნდა იყოს. აქ სწავლობს ის იმ სოციალურ უნარ-ჩვევებს, რაც შემდგომ უკვე სკოლაში და ზოგადად ცხოვრებაში გამოადგება. ბაღია ადგილი,სადაც თქვენი პატარები თამაშ-თამაშით (ასაკიდან გამომდინარე) გადადგამენ პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლობისკენ, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს, თვითმომსახურების სფეროს დახვეწენ, განივითარებენ ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. საბავშვო ბაღი აღსაზრდელს სკოლაში წასვლისთვის ამზადებს!

თქვენი, როგორც მშობლის როლიც, არანაკლებ მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ თქვენ შვილს უბრალოდ ასოების და ციფრების ცნობას ასწავლით. აგრეთვე ვასწავლოთ ფიგურების და ფერების გარჩევა. ასევე წაუკითხეთ რაც შეიძლება ბევრი ზღაპარი, გასართობი, შემეცნებითი (ასაკობრივი) ლიტერატურა, საბავშვო ჟურნალები; ესაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე მისთვის გასაგებ ენაზე და სთხოვეთ მოკლედ გადმოსცეს მოსმენილი.  რაც ნაკლები ეცოდინება სასკოლო პროგრამის შესახებ თქვენს შვილს, მით მეტი ინტერესი ექნება მას სკოლისადმი. შედეგად, მასალას უკეთ აითვისებს და პროგრამასაც მალე დაძლევს.

მომავალ სკოლის მოსწავლეს განსაზღვრული ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს.


აუცილებელია:

· ბავშვმა იცოდეს მეტყველება. ეს უნარი მნიშვნელოვანია აზრის სრულყოფილად გადმოსაცემად;

· ცნობდეს და ერთმანეთისგან განასხვავებდეს საგნებს, ფიგურებს;

· შეეძლოს ცალკეული ნიშნების (ფერის, ზომის, ფორმის) მიხედვით ფიგურების დაჯგუფება; ელემენტარული მათემატიკური ცნებების (დიდი, პატარა, ტოლი, გაზრდა, შემცირება) ადექვატური გამოყენება;

· ორიენტირდებოდეს სივრცესა და დროში. ფლობდეს რა სიტყვების: ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, გუშინ, დღეს, ხვალ, - სწორად, კონტექსტის შესაბამისად გამოყენების უნარს;

· ასრულებდეს მარტივ ინსტრუქციებს;

· გამომუშავებული ჰქონდეს მოსმენის უნარი;

· მარტივად ამყარებდეს კომუნიკაციას თანატოლებთან და უფროსებთან.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, პატარამ  იცოდეს, რომ მის ნიშნებს არანაირი კავშირი არ აქვს მშობლების სიყვარულთან! ამის ცოდნა მას თავდაჯერებას შემატებს და ბევრად მარტივად გაუმკლავდება ყველა იმ  შესაძლო სირთულეს, რაც  სკოლაში შეიძლება შეხვდეს.’’

ფსიქოლოგი ნინო თოფურია:

,,სკოლისადმი მზაობა მოიაზრებს იმას, რომ ბავშვისთვის უკვე ნაცნობი უნდა იყოს გარკვეული „წესების სამყარო“, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა (რასაც სხვებთან თამაშით სწავლობს), კონცენტრაციის უნარი, დამოუკიდებლობა. ამ ყველაფერს კი ერთბაშად, სკოლაში მისვლის წინა დღეს ვერ განვავითარებთ ბავშვში, ამას სჭირდება დრო და მოთმინება. ასევე დავამატებდი, რომ 6-7 წლამდე ბავშვებს უნდა მივცეთ უფლება იყვნენ ბავშვები, იცელქონ, ზოგჯერ მცირედითაც დაარღვიონ მკაცრად დაწესებული საზღვრები. სკოლამდე ბავშვმა უნდა გაიაროს ბაღის ეტაპი, რაც მე ძალიან მნიშვნელოვნად და საჭიროდ მიმაჩნია, ვინაიდან ბაღში კომბინირებულია სწავლა და თამაში, ანუ ბავშვს ნელ-ნელა ვაჩვევთ ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლას, რათა ზედმეტად დიდმა ნახტომმა მისი ტრავმირება და ზედმეტი სტრესი არ გამოიწვიოს. სიყვარულითა და ემოციური მხარდაჭერით აღსავსე გარემო ბავშვისთვის არის ის მთავარი საყრდენი, რომელიც ხელს უწყობს შემდგომში მის პიროვნებად ჩამოყალიბებას.’’


ფსიქოლოგებისა და მასწავლებლების დიდი ნაწილი გვირჩევს, რომ თუ ბავშვი თვითონ გამოიჩენს წერა-კითხვის შესწავლის   ინიციატივას , დავრთოთ ნება , მაგრამ არავითარ შემთხვევაში მშობელმა  არ უნდა დააძალოს. მათი თქმით,უმჯობესია ბავშვმა სასკოლო პროგრამა წინასწარ არ იცოდეს,რადგან სკოლისადმი ინტერესი არ დაკარგოს.



რას ამბობენ ჩვენზე