მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ქართველმა გამომგონებლებმა სუფთა ჰაერის სასუნთქი აპარატი შექმნეს. ბაჩო ხაძიჩემ და ლაშა კვანტალიანმა სპეციალური მოწყობილობა გამოიგონეს, რომელიც ნახშირორჟანგს ჟანგაბად აქცევს.
აპარატს "Treepex" ჰქვია. აპარატი ბუნებრივ გარემოში არსებულ ნახშირორჟანგს ჟანგაბად აქცევს, პირზე მისი დამაგრებით კი ადამიანს აპარატის მიერ წარმოქმნილი სუფთა ჰაერის შესუნთქვა შეუძლია.
ბაჩო ხაჩიძის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერი პრობლემაა, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც ტყის განადგურებაა.
„თავდაპირველად გვსურდა მთელ მსოფლიოში წაგვეხალისებინა ადამიანები, რათა ხეები დაერგოთ, თუმცა საკმარისი ინტერესი არ გამოხატეს. ამიტომ გადავწყვიტთ სხვა გზა გვეპოვა და ასე შევქმენით თრეეპეხ-ი. ამ გამოგონებით უკვე დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში", - ამბობს ბაჩო ხაჩიძე.
მოწყობილობა ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის. ეს პროცესი ხეების მიერ დაბინძურებული ჰაერის წმენდის პროცესს ჰგავს.
"ჩვენ გამოვიყენეთ"CRISPR"-ის ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელი გახდა ხეებიდან დნმ-ის შემცველი უჯრედების ამოღება. ეს უჯრედები მოწყობილობის კარტრიჯში მოვათავსეთ, რომელიც ჰაერს გამოყოფს. ერთი კარტრიჯი იმდენივე ჟანგაბდს შეიცავს, რამდესაც ერთი ხე. ასევე შევქმენით მობილური აპლიკაცია, რომელიც გაცნობებთ როდის უნდა შეიცვალოს კარტრიჯი ან დასამუხტია თუ არა ბატარეა", - ამბობს ბაჩო ხაჩიძე.
"Treepex" ბაზარზე უახლოეს პერიოდში გაიყიდება და ის სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ვარდისფერი, ლურჯი და ცისფერი.