23 ოქტომბერი, 2017
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მომღერალი ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამო გაიმართა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მომღერალი ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ რუსული რომანსები და ცნობილი კომპოზიციები. საკონცერტო პროგრამის ფარგლებში ნანი ბრეგვაძესთან ერთად სამუსიკო ნომრები შეასრულა ეკა მამალაძემაც. მუსიკალური გაფორმება ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით შედგა.
აღნიშნული კონცერტის იდეის ავტორი მსახიობი ალეკო გიგაური იყო.
კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, ქუთაისის მერია, კომპანია ,,სოკარი“ და არტ ცენტრი ,,მარიოტი”.