11 ივლისი, 2018
ტაილანდელი მაშველის ფოტო-ისტორია, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად სიცოცხლე გაწირა
ტაილანდში, მღვიმეში დარჩენილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენად, დღეების განმავლობაში, მთელი მსოფლიო იბრძოდა. უპრეცედენტო სამაშველო ოპერაციაში 40 ტაილანდელი და 50-მდე უცხოელი მაშველი მონაწილეობდა.
ფოტო რეპორტაჟი, სწორედ ამ მძიმე დღეებს ასახავს, როდესაც მრავალდღიან სამაშველო ოპერაციაში ჩართული მაშველები საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ ბავშვების გადასარჩენად.
სამაშველო ოპერაციას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. ყოფილი საზღვაო ქვეითი სამანგუნანი,
ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ჟანგბადის რეზერვუარების დამონტაჟების
შემდეგ, მღვიმის დატოვების დროს დაიღუპა. მას ზურგზე მიმაგრებულ ავზში
ჟანგბადი ამოეწურა.
დღეს ის უკვე ტაილანდის გმირია.





