izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
17 აპრილი, 2018
ასტრიდ ლინდგრენი: რისთვის სჭირდებათ წიგნები ბავშვებს
(ჰანს ქრისტიან ანდერსენის საერთაშორისო ოქროს მედლის გადაცემისას წარმოთქმული სიტყვა)

"უცნაურია, მაგრამ ამ სადღესასწაულო მომენტის დადგომას ჩემი ბავშვობის დროინდელ მაწანწალებს უნდა ვუმადლოდე; მაწანწალებს, რომლებიც საღამოობით კარზე გვიკაკუნებდნენ და გვეკითხებოდნენ:

- შეიძლება თქვენს ბოსელში ღამის გათევა?

ბავშვები სამზარეულოში ვისხედით და დაჭყეტილი თვალებით შევყურებდით ამ უცნაურ ხალხს - მაწანწალებში რაღაც ზღაპრულს ვხედავდით. განსაკუთრებით საინტერესოდ და უცნაურად ის გვეჩვენებოდა, რომ ქვეყნიერებაზე არის ხალხი, რომელსაც არა აქვს სახლი და სოფლის შარაგზებზე დაეხეტება. ჩვენ გლეხის შვილები ვიყავით და ამის გაგება არ შეგვეძლო. ბევრი მაწანწალა მეგობრული, მოლაყბე და კეთილი იყო, ზუსტად ისეთი, როგორც ოსკარია ჩემი წიგნიდან. ისინი ათას რამეს ყვებოდნენ და ძალიან მომწონდნენ.

როდესაც ჩემი ბავშვობის წლებს ვიხსენებ, მგონია, რომ მას შემდეგ ასმა წელიწადმა მაინც განვლო, ისე შეიცვალა სამყარო. მე დაბადება მოვახერხე სწორედ იმ საუკუნის ბოლოს, რომელსაც "ცხენების საუკუნეს" ეძახიან. ათეული წლებით გვიან რომ გავჩენილიყავი, ვერასოდეს დავწერდი ამ წიგნს, ვერაფერს შევიტყობდი იმ ისტორიამდელ ეპოქაზე, როდესაც შარაგზებზე მაწანწალები დაეხეტებოდნენ და ხალხი მანქანებით კი არა, ცხენებშებმული ოთხთვალებით დადიოდა.

რა სჯობდა ბავშვისთვის "ცხენების საუკუნეში" ცხოვრებას; ყოველ შემთხვევაში ჩემი ბავშვობა შეიძლება ბედნიერად ჩაითვალოს. როდესაც "მაწანწალა რასმუსს" ვწერდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დაკარგულ სამოთხეში დავბრუნდი. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს ქვეყანა სამოთხე იყო მაწანწალა ოსკარისთვისაც, ანდა ობოლი რასმუსისთვის. ეს ჩემთვის იყო სამოთხე.

მშვენიერია ხელმეორედ დაბრუნება სამოთხეში, როდესაც წიგნს წერ; მშვენიერია, როდესაც ისევ ბავშვად გადაიქცევი.

ვფიქრობ, ასე უნდა იყოს ყველა, ვინც ბავშვებისთვის წერს. არ შეიძლება, მხოლოდ დაჯდომა და რაღაც ისტორიების შეთხზვა. საკუთარ ბავშვობაში უნდა ჩაყურყუმელავდე, გაიხსენო მაშინდელი გარემომცველი სამყარო და მისი სურნელი, გაიხსენო, როგორ გაცმევდნენ და როგორ გრძნობდი თავს ამ ტანსაცმელში გამოწყობილი, რაზე გეცინებოდა და რაზე ტიროდი.

- "უფროსებისთვის" თუ შეგიძლიათ წიგნის დაწერა? - მეკითხებიან ხოლმე.

ასე მეკითხებიან, გულში კი ფიქრობენ: მაგან უკვე იმდენი საბავშვო წიგნი დაწერა, დროა, რაიმე უფრო ღირებულს მოჰკიდოს ხელიო. არა! მე არ მინდა "უფროსებისთვის" წერა! მე მინდა ვწერო ისეთი მკითხველებისათვის, რომელთაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. სასწაულებს კი მაშინ ახდენენ ბავშვები, როდესაც წიგნებს კითხულობენ. ისინი ახალისებენ უფერულ აზრებს, სიტყვებს და ბრწყინვალებას მატებენ ჩვენს ნაწარმოებებს. მწერალს არ შეუძლია მარტომ შექმნას მთელი ის იდუმალება, რასაც წიგნი იტევს. მას მკითხველები ეხმარებიან, მაგრამ "უფროსების" მწერალს ამ საქმეში არ ჰყავს ისეთი შესანიშნავი დამხმარეები, როგორც ჩვენ. მისი მკითხველები არ ახდენენ სასწაულებს. მხოლოდ ბავშვის ფანტაზიას ძალუძს ზღაპრული ციხე-დარბაზების აგება. ბავშვის ფანტაზია სჭირდება წიგნს, მაგრამ უფრო მეტად სჭირდება იმ წიგნს, რომელიც მას ცხოვრებაში და გაზრდაში ეხმარებაა.

წიგნს ვერაფრით შეცვლი. წიგნი ფრთებს ასხამს ფანტაზიას. თანამედროვე ბავშვები უყურებენ კინოფილმებს, ტელევიზორს, უსმენენ რადიოს, კითხულობენ ილუსტრირებულ ჟურნალებს - კი, ეს ყველაფერი შეიძლება საინტერესოა, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ფანტაზიასთან. წიგნთან პირისპირ დარჩენილი ბავში კი, თავისი უმანკო სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს.

ბავშვური ფანტაზია დაუშრეტელია, მის გარეშე კაცობრიობა გაღატაკდებოდა. ყველაფერი დიდებული, რაც კი ოდესმე სამყაროში აღსრულებულა, თავდაპირველად ადამიანის წარმოსახვაში დაბადებულა. ხვალინდელი სამყაროს ბედი ბევრადაა დამოკიდებული დღევანდელ პატარებზე, მათზე, ვინც სწორედ ახლა სწავლობს კითხვას.

აი, ამისთვის სჭირდებათ ბავშვებს წიგნები."


რას ამბობენ ჩვენზე