izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
19 ოქტომბერი, 2017
როგორ მოვამზადოთ სასკოლო დავალებები სტრესის გარეშე- რჩევები მშობლებს

საშინაო დავალების მომზადება ხშირად ხდება ბავშვის ცრემლებისა და მშობლების ჩხუბის მიზეზი. ასეთი სახალისო გამონათქვამიც კი არსებობს: "ადრე მეგონა, გაკვეთილების მომზადება ნამდვილი ტანჯვა იყო. როგორ ვცდებოდი. მაგაზე უარესი ტანჯვაა მეცადინეობა საკუთარ შვილთან ერთად".

ფსიქოლოგებმა დაადგინეს, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს უსიამოვნებები.

სკოლიდან შინ დაბრუნებული ბავშვი სხვადასხვა ინფორმაციით არის გადატვირთული. მაშინვე ნუ მიაყრით შეკითხვებს სკოლაზე, საკონტროლო წერებსა და ტესტებზე. ორი საათი მიეცით, რომ დაისვენოთ, განიტვირთოს, ისადილოს, ითამაშოს.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სახლში მეცადინეობისთვის საუკეთესო დრო 15-დან 17-18 საათამდეა. ისე მოახდინეთ ორგანიზება, რომ საშინაო დავალებების მომზადება ერთგვარი რიტუალი იყოს, რომელიც ერთსა და იმავე დროს სრულდება. თუ უკვე გვიანია და რაღაც დასამთავრებელი დარჩა, ჯობს დილისთვის გადადოთ, ვიდრე ღამე აკეთებინოთ.

მეცადინეობის ხანგრძლივობა სხვადასხვა შეიძლება იყოს, ყველა ბავშვი თავის რიტმში მუშაობს. თუმცა 7-12 წლის ბავშვებისთვის რეკომენდებულია უწყვეტი მეცადინეობა ნახევარი საათი. ამის შემდეგ 5-10 წუთი უნდა შეისვენოს, ზურგი მოადუნოს, წყალი დალიოს, ხილით გაისველოს პირი. ნახევარი საათის შემდეგ, თუ არ შეისვენა, ბავშვს უჭირს სრულად კონცენტრირება.

როდესაც ბავშვი გაკვეთილებს ამზადებს, სასურველია, ჰორიზონტზე მაინც იყოს უფროსი, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, რადგან ბავშვებს უჭირთ დამოუკიდებლად თავიანთი სამუშაოს ორგანიზება. პირველ წელს მაინც მშობელი აქტიურად უნდა ჩაერთოს - კი არ დაუწეროს დავალება თუ გადაუწეროს, მიაჩვიოს მეცადინეობას, დროის განაწილებას, წიგნებთან და რვეულებთან მუშაობას, მაგიდასთან ჯდომას. დამხმარე ბავშვს იმისთვისაც სჭირდება, რომ ვიღაცამ მხარი დაუჭიროს, საჭირო მომენტში შეაქოს და თავდაჯერება შემატოს. მარტივ დავალებებში, რომელსაც თავადაც ართმევს თავს, საერთოდ არ უნდა ჩაერიოთ. ხოლო რაც შედარებით რთულია, უნდა დაეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, გზის გაკვალვაში, ისე, რომ საბოლოოდ მაინც თვითონ მიხვდეს სწორ პასუხს და არა პირდაპირ უკარნახოთ.

 

თუ არ გაქვთ საშუალება, რომ ყოველთვის გვერდით იყოთ საშინაო დავალებების მომზადები დროს, მასთან ერთად შეათანხმეთ, როგორ უნდა დაგეგმოს ეს პროცესი, გადაანაწილეთ დავალებები. მაგალითად, ბავშვმა დამოუკიდებლად გააკეთოს ზეპირი დავალებები და მსუბუქი სავარჯიშოები, ხოლო შედარებით რთულ დავალებებზე თქვენ დაგელოდოთ.

 როდესაც მის გვერდით ხართ, მიახვედრეთ, რომ სხვა საქმეებიც გაქვთ და ყოველთვის ასე მის განკარგულებაში ვერ იქნებით. შესთავაზეთ, ერთად დაიწყოთ მუშაობა, მერე კი თქვენს საქმეს მიხედეთ, ოღონდ ნებისმიერ მომენტში მზად იყავით დასახმარებლად. ცოტ-ცოტა დამოუკიდებლობას მიაჩვიეთ, თორემ 11 წლისასაც გაუჭირდება დამოუკიდებლად მეცადინეობა.

 ხანდახან თამაშიც შეგიძლიათ გაურიოთ დავალებების შესრულების დროს, მოიშველიოთ დამატებითი წიგნები ან ინტერნეტი, რომ ბავშვს უფრო თვალსაჩინოდ და მისთვის გასაგებად აუხსნათ თუ დაანახოთ რაიმე დეტალი.

 მაქსიმალურად მოიკრიბეთ ნერვები და როდესაც გვერდით უზიხართ, მის მდგომარეობაში წარმოიდგინეთ თავი. ის ჯერ ახლა აღებს ცოდნის კარს და მისთვის ბევრი რამ არის ახალი. არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ ათვისების თუ რაღაც ახლის გაგების გზები და მეთოდებიც. თუ ნერვები არ გყოფნით, ჯობს მალევე მიაჩვიოთ დამოუკიდებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩხუბით და გამუდმებული კრიტიკით უფრო დათრგუნავთ ბავშვს და შეიძლება, ისეთი კომპლექსებიც გაუჩინოთ, რაც შემდეგ სამუდამოდ დარჩება.

 ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ათვისების უნარი და საშუალებებიც ყველას სხვადასხვა აქვს და ნუ გადაირევით, თუ რომელიმე მშობელი გეუბნებათ, რომ მისი შვილი ყველაფერს მარტივად ითვისებს. ჯერ ერთი, ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ ის აუცილებლად მართალს ამბობს - ბევრ მშობელს უყვარს ტრაბახი შვილის წარმატებებით; მეორეც - ზოგი ადვილად ითვისებს, მაგრამ მალე ავიწყდება. სხვა კი მეტ ძალისხმევას ანდომებს ათვისებას, მაგრამ უფრო საიმედოდ სწავლობს.

 



რას ამბობენ ჩვენზე