izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
28 მარტი, 2018
15 წლის საოცარი ბიჭის, გიგის ისტორია, რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო...
რუსთაველის გამზირზე გიგის უკვე წლებია ყველა იცნობს. ის დამოუკიდებლად გადაადგილდება და ცდილობს საკუთარი შრომით გაიტანოს თავი...

გიგის დედა თამარ გვარიშვილი მერიას მიმართავს და ამ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„არ ვიცი, საიდან დავიწყო ამ ამბის წერა. ჩემი მეგობრების უმრავლესობა იცნობთ ჩემს შვილს, გიგის. გიგის აქვს ცერებრალური დამბლა, რაც გამოიხატება სიარულში და მცირე მხედველობაში (მხოლოდ 7% აქვს).

როდესაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, არ ვიცოდით, შეძლებდა თუ არა სიარულს, ლაპარაკს, აზროვნებას. ყველა ხვდებით, რა დღეები გამოვიარეთ, სანამ მივხვდებოდით, რომ ლაპარაკობს, აზროვნებს და ოდესმე გავლასაც შეძლებდა.

ყოველთვის ძალიან ცდილობდა მიეღწია ქუჩაში დამოუკიდებლად სიარულისათვის. დაახლოებით 8 წლის იქნებოდა, როცა ქუჩაში ე.წ. ვოქერით დაიწყო სიარული. გაიცნო მთელი რუსთაველი, გახდა ყველა გაჭირვებულის ქომაგი და მესაიდუმლე. ხშირად მთხოვდა ვინმეს შვილის სკოლაში მოწყობას ან ვინმეს ქმრისთვის სამსახურს (ჰგონია, რომ ყველაფერი შემიძლია). მეც ყველანაირად ვცდილობ. ერთ დღესაც მიწისქვეშა გადასასვლელში მოუნდა მარტო ჩასვლა და მუსიკოსების გაცნობა, ამის ხათრით ივარჯიშა ბევრი და ჯოხით სიარულზე გადავიდა. რაღაც პერიოდი აზრი მიეცა ყოველ საღამოს. ჩადიოდა მიწისქვეშაში და თავის მეგობარ მუსიკოსებთან ერთად უკრავდა.



უკვე 2 წელზე მეტია, რაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ყოველ დილით (საკუთარი პენსიით დაიწყო) მიდიოდა სადგურზე, ყიდულობდა ბუშტებს და რუსთაველზე ყიდდა. თავიდან ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი, მერე მივხვდი, რომ ადამიანმა, რომელსაც არ შეუძლია ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია, შეუძლებელი შეძლო. შეძლო ის, რომ აქვს თავისი ცხოვრება, ჰყავს უამრავი ნაცნობი, მეგობარი და გულშმატკივარი, აქვს საკუთარი შემოსავალი და იმის საშუალება, რომ კაფეში და რესტორანში დაპატიჟოს ვინც უნდა.


ბუშტები საახალწლო ნივთებმა ჩაანაცვლა, მერე - ცივმა სასმელებმა და ა.შ. რამდენიმე დღის წინ იყიდა ფრეშის საწური აპარატი და ახალი საქმეც მიეცა.
დღეს დამირეკა მერიის ზედამხედველობის წარმომადგენელმა ძალიან კარგმა ქალბატონმა. ამიხსნა, რომ ძალიან კარგად იცნობენ გიგის და ძალიან გულშემატკივრობენ, მაგრამ 1 აპრილიდან საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს, თუ უნებართვოდ იდგება რუსთაველის გამზირზე (არადა რა ვქნა, იქ რომ ვცხოვრობ). გიგი აღშფოთებული მირეკავს ახლა და მთხოვს, რამე მოვუფიქრო ან თვითონ წავა მერიაში და მოითხოვს, მისცენ "წვენისწურვითი საქმიანობის უფლება"...



მირჩიეთ, რა შემიძლია გავაკეთო?

თბილისის მერია, კახა კალაძე - იქნებ რამე საშველი არსებობდეს იმის გათვალისწინებით, რომ გიგი 15 წლის შშმ პირია და სახლთან ვაჭრობს? დამერწმუნეთ, საერთოდ არ მომწონს გარე მოვაჭრეებით გადატვირთული ქუჩები დსა ბევრად მერჩივნა, ჩემს შვილს სხვა შესაძლებლობები და ინტერესები ჰქონოდა.“





მოგვიანებით თამარის სტატუსს თბილისის მერი, კახი კალაძე გამოეხმაურა და სოფიო ხუნწარიას პირადად დაავალა, რომ გიგის ყველანაირი პირობა და ხელშეწყობა ჰქონდეს თავის წამოწყებაში.



რას ამბობენ ჩვენზე