14 მარტი, 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ექსპერტი ვანო კაპანაძე ესწრებოდა, რომელმაც მუნიციპალურ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ქონების აღრიცხვაში მერის წარმომადგენლების ჩართულობა და მათი ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.