14 მარტი, 2018
ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ვარძიაში, სტიქიით დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო
ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ვარძიაში, სოფლის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიით დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.
სოფელში ერთ-ერთ ყველაზე რთულ, 500 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები.
მერის ინფორმაციით, ვარძიის პირველი და მეორე უბნების შემაერთებელი გზის აღნიშნული მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია მომავალ წელს განხორციელდება.