12 მარტი, 2018
სოფელ ხაბუმეში ახალი ხიდი შენდება
სოფელ ხაბუმეში, (ჯუმითის უბანი) მიმდინარეობს სავტომობილო ხიდის მშენებლობა,რომელიც მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად დაათვალიერა.
ხიდის მშენებლობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს და 80 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,თენგო +" ასრულებს.
ხიდის სიგრძე 30, ხოლო სიგანე 3 მეტრია.