12 მარტი, 2018
კვერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა
ყოფილ კურორტ კვერეთში სტიქიის შედეგად ზვავი ჩამოწვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მყისიერად იმოქმედა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელა.
გაიწმინდა საავტომობილო გზა. პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, მერიის ინფრასტურუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე ჭიხორიამ და მერიის შესაბამისი სამსახურის მოხელეებმა მოინახულეს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს შესასრულებელი სამუშაოები ჯერ კიდევ არის დარჩენილი, რაც უახლოეს ხანში გამოსწორდება.