09 მარტი, 2018
ხოვლეში საჭიდაო არენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ხოვლეში ღია საჭიდაო არენის ნაწილობრივი შეკეთების სამუშოები დაიწყო, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საქმიანი ეზო“ ახორციელებს.
ხოვლე, ჭიდაობის ტრადიციების მხრივ მუნიციპალიტეტში ერთერთი უძველესი სოფელია.
სოფელმა ბევრი წარმატებული მოჭიდავე აღზარდა, რომლებმაც კასპი საქართველოს ფარგლებს ბევრჯერ ასახელეს. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.