09 მარტი, 2018
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსმა კობა ჩიკვაიძემ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გამართეს, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაზე, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე და სტრატეგიაზე.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი დაესწრნენ.