09 მარტი, 2018
წალენჯიხაში დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები-დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი, მარტვილისა და ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა გაბუნია და WWF პროექტის მსოფლიო გარემოს დაცვის ფონდის კავკასიის პროგრამის კოორდინატორი ლაშა მოისწრაფიშვილი, .რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცია დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოამზადა გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების როლის შეტანა კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით ეროვნული სექტორის სტრატეგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო კონვენციებში;
დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია სრულადაა შეტანილი ასევე რუკაში, რომლის მიხედვითაც ნაჩვენებია თუ რამდენად დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ ტერიტორიების არსებობას ტურიზმის განვითარების საკითხში.
როგორც აღინიშნა, მრავალდონიანი რუკის შექმნა დაცული ტერიტორიის შესახებ, ხელმისაწვდომს ხდის სპეციფიკურ ინფორმაციას ეროვნულ პარკებში არსებული ბიომრავალფეროვნების, ტურისტული მარშრუტების და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ.