09 მარტი, 2018
ბორჯომის დღის ცენტრის ბენეფიციარებმა ნაკრძალის მუზეუმი დაათვალიერეს
ბორჯომში არსებული დღის ცენტრის ბენეფიციარებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მოინახულეს.
მათ გიდობა ნაკრძალის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გაუწია.
ბენეფიციარები ადგილზე გაეცნენ მხარისათვის დამახასიათებელ ფლორისა და ფაუნის ნიმუშებსა და ექსპონატებს. ინტერესით დაათვალიერეს ნაკრძალში მობინადრე ბრინველებისა და ცხოველების ფიტულები და ექსპონატებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
დღის ცენტრი ბორჯომში რამდენიმე წელია არსებობს. ცენტრის ბენეფიციარები სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც არაფორმალურ განათლებას იღებენ, ჩართულები არიან ასევე თერაპიულ თერაპიულ აქტივობებში და სოციალური უნარების განვითარების პროგრამაში.
ცენტრის აქტიური მხარდამჭერია ბორჯომის მუნიციპალიტეტი. სხვადასხვა ინიციატივებთან ერთად მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ბენეფიციარების უფასო ტრანსპორტირებას.
მადლობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას თანადგომისათვის!