09 მარტი, 2018
ყვარლის მერმა ვეტერანს ასი წლის იუბილე სახლში მიულოცა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს მარიამ სიბაშვილს ასი წელი შეუსრულდა.
ქალბატონს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი სახლში ეწვია იუბილე ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსთან, მაია ავაზაშვილთან ერთად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
მარიამ სიბაშვილს დაბადების დღე მერთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გივი მეტრეველთან ერთად, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.