09 მარტი, 2018
საჩხერის ხელისუფლების წარმომადგენლები უზუნთაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნინო მაჭარაშვილს ესტუმრნენ
საჩხერის მუნიცპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ უზუნთაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნინო მაჭარაშვილს ესტუმრნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლემა პირებმა მას რვა მარტი მიულოცეს და სურსათი სხვა საჭირო ნივთებთან ერთად გადასცეს.
ქალბატონ ნინოს საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა პერმამენტულად ეხმარება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას დახმარება აღუთქვეს ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც მის საყოფაცხოვრებო პირობებს მცირედით მაინც გააუმჯობესებს.