09 მარტი, 2018
ბორჯომის მერმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს 8 მარტი მიულოცა
დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მისმა მოადგილემ ბუბა ბერიძემ და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ მრავალშვილიან დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს პირადად ესტუმრნენ და დღესასასწაულის აღსანიშნავად, ქალბატონებს ყვავილები, ტკბილეული და სასურსათო ნობათი გადასცეს.
მერის ლევან ლიპარტიას თქმით, ყველა დედა გმირია, რომლებიც სოციალური სიდუხჭირის მიუხედავად, ზრუნავენ ერის გამრავლებაზე, ისინი სამაგალითოები არიან ყველასთვის.
შეგახსენებთ,რომ 3 მარტის აღსანიშნავად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ მრავალშვილიან დედებს, რომელთა რაოდენობა ბორჯომში 89-ს შეადგენს, საჩუქრად 150 ლარიც გადასცათ.