09 მარტი, 2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს
თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე მერის მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძეს, საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძესა და თერჯოლა-ტყიბულის
გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის თერჯოლის ბიუროს თანამშრომლებთან
ერთად სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრებ 112 წლის ქალბატონს ქსენია დევიძეს
ოჯახში ესტუმრნენ და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.