08 მარტი, 2018
ჯონდო მდივნიშვილმა გაზაფხულის დღესასწაულების მილოცვა საკუთარი თანამშრომლებით დაიწყო
ლაგოდეხის მერმა დღეს მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ ყველა მანდილოსანს პირადად მიართვა ყვავილები.
მერის ინიციატივით ყვავილებით დასაჩუქრდნენ საკრებულოში, ა(ა) ი პ -ებში და მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციებში მომუშავე ქალბატონები. სულ 650 მანდილოსანმა მიიღო დღეს ჯონდო მდივნიშვილისგან გაზაფხულის მისალოცი ბარათი და ყვავილები.
„არის დღეები, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით ქალბატონებო, მინდა ქალთა საერთაშორისო დღე იმ მანდილოსნებს მივულოცო, რომლებიც პროფესიული საქმიანობით არიან დაკავებულნი, პედაგოგებს, ექიმებს, მეეზოვეებს, დიასახლისებს.
განსაკუთრებით ვულოცავ ხანდაზმულებს, ბებიებს რომელთაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ ყურადღება, ჯამრთელობას, სიყვარულს, ძლიერ ნებისყოფას და უზღვავ ენერგიას გისურვებთ. ყოველი თქვენი დღე გაზაფხულივით თბილი და ფერადი ყოფილიყოს “