08 მარტი, 2018
ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, დღეს, 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, დღეს, 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
სპექტაკლის, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) ჩვენება, ხარაგაულის კინოთეატრში, სპეციალურად ამ დღისთვის, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისთვის გაიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე კინოთეატრის ფოიეში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულელ ქალთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მერიის სოციალური სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.