08 მარტი, 2018
კასპის კულტურის ცენტრში, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა
კასპის კულტურის ცენტრში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
დარბაზში, ჩოხოსანი მამაკაცები ქალბატონებს იების კონებით ულოცავდნენ დღესასწაულს.
საზეიმო კონცერტში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ და ქალბატონებს საუკეთესო სიმღერებს უძღვნიდნენ.
საზეიმო კონცერტი ყველაზე მეტად პატარა ვაჟებმა გაალამაზეს, რომლებიც დედებს და ქალბატონებს დღესასწაულს სიმღერებით ულოცავდნენ.