08 მარტი, 2018
ხარაგაულის მერის, წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს გადიან
ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს გადიან.
კურსი 8 სამუშაო დღეს მოიცავს და წარმომადგენლები თემის მობილიზაციასთან ერთად, სხვა საციცხლო უნარების - გუნდური მუშაობის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების, დროის მართვის, ადამიანის უფლებების, ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტის მართვის კურსსაც გაივლიან, რომელიც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარებათ უფრო მოქნილი და ეფექტური გახადონ თავიანთი საქმიანობა, რაც პირდაპირ კავშირშია მოსახლეობასთან და მათ ყოფა-ცხოვრებასთან.
ხარაგაულის მერი, წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგის პრაქტიკულ სავარჯიშოებში ჩაერთო და ერთი დღე მათთან ერთად გაატარა.