07 მარტი, 2018
თერჯოლის მერი ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც კულტურის სახლის დარბაზში თერჯოლელ შემოქმედ ადამიანთა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მოსწავლეთა ჩართულობით გაიმართა.
ღონისძიებას უძღვებოდა ა(ა)იპის ხელმძღვანელი რუსუდან კოვზირიძე, რომელსაც მრავალი თაობის აღზრდაში მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი და ამ ღონისძიებით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ აღსაზრდელებთან ერთად ღვაწლმოსილ ბებიებს მოეფერა, მადლობა გადაუხადა და ბოლოს „საუკეთესო ბებიის სტატუსი“ მიანიჭა.
„ემოციებით დატვირთული ქედს ვიხრი თქვენი უჭკნობი სილამაზისა და ფასდაუდებელი ამაგის წინაშე. გეფერებით და მადლობას გიხდით ჩვენო მოამაგენო, მომავალზე ზრუნვით გაჭაღარავებულო ჩვენო ძვირფასო ქალბატონებო, ბებიებო. თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე განუზომელია“-მიმართა დამსწრე საზოგადოებას ბონდო სოფრომაძემ.