07 მარტი, 2018
ცაგერის მერის ინიციატივით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა
ცაგერის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ინიციატივით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა ნარჩენებისაგან სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია და ასევე ქალაქში დანაგვიანებული რამდენიმე ადგილი გაიწმინდა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, აქცია ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს საჭიროებისამებრ, ინტესიურად ჩაატაროს გაწმენდითი სამუშაოები.