07 მარტი, 2018
გოჩა მელაძემ გმირი დედები მოინახულა
ხულოში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები ქედლებში, წაბლანასა და წაბლიანში იმყოფებოდნენ.
მერიის წარმომადგენლებმა ის გმირი დედები მოინახულეს, რომლებმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლეს.
მერმა გოჩა მელაძემ ქალბატონებს მიულოცა გაზაფხულის დღესასწაულები, მადლობა გადაუხადა ღირსეული მამულიშვილების აღზრდისათვის და საჩუქრები გადასცა.