07 მარტი, 2018
ბორჯომში მდინარე მტკვარზე კალაპოტის გაწმენდა მიმდინარეობს
ბორჯომში, ჩარხისწყლის ხიდთან მდინარე მტკვრის კალაპოტის გაწმენდა მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის საშუალებით, ხიდის ბურჯებთან ჩახერგილი ხეების ამოღება და გატანა დილიდან დაიწყო და ამ წუთებამდე გრძელდება.
ხიდთან ხეები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ნაგებობას. გაზაფხულზე კი წყლის მატებასთან ერთად მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშრობას ქმნიდა.
სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ლიპარტიას ინიციატივითა და „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ ასევე სამაშველო და საპატრულო სამსახურიების ჩართულობით ხორციელდება.