07 მარტი, 2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა
წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე
და მერიის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი მალხაზ
ჩხეიძე ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის
პროექტის წარმომადგენლებს - ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული
მართვის პროექტის ეროვნული და საერთაშორისო ესქპერტთა გუნდის ხელმძღვანელს - რენე ბუსტენს, მყარი ნარჩენების მართვის საერთაშორისო
ექსპერტს - იან რაიხენბახს, პროექტის ასისტენტს ნოდარ შერგელაშვილსა და
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის "სპექტრი" ხელმძღვანელს ქეთევან
ცხაკაიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მიზანზე, რაც გულისხმობს ქუთაისის
მოქმედი ნაგავსაყრელის დახურვას, ახალი თანამედროვე სანიტარული
ნაგავსაყრელის მშენებლობას (რომელიც იმერეთის რეგიონთან ერთად ასევე
მოემსახურება რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს) და ტექნიკურ დახმარებას
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის. პროექტის დონორია
გერმანიის განვითარების ბანკი (KfW Entwicklungsbank)