06 მარტი, 2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.
თათბირზე განიხილეს საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების, მოსალოდნელი უხვი ნალექების დროს შესაბამისი სამსახურების მობილიზების, სასაფლაოებთან სანაგვე ყუთების განთავსების, უფასო სამედიცინო გამოკვლევების, უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარების, პირუტყვის აცრებისა და სხვა მიმდინარე საკითხები.
ხვნა-თესვის სამუშაობის დროულად დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრეს თავიანთ გამოსვლებში შპს ,,მექანიზატორის’’ წარმომადგენლებმა.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაში ჩართვის თაობაზე შეკრებილებს ინფორმაცია გააცნო მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ამომწურავად უპასუხა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შეკითხვებს.