06 მარტი, 2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცაცხვების ხეივანი გაშენდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, ინიციატივით საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცაცხვების ხეივანი გაშენდა.
ასამდე ცაცხვის ჯიშის ნერგების განაშენიანება ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლებმა განახორციელეს.
ნერგები, ხარაგაულის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელმა ალი მურადოვმა სატყეო უბნის სანერგე მეურნეობიდან გამოყო, რომლის თანამშრომლებიც, ასევე, ჩართულნი იყვნენ აქციაში.